https://sputnik-georgia.com/20240604/papuashvili-saqart6velos-winaagmdeg-sanqciebis-dawesebaze-288250586.html
პაპუაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ საუბარს აზრსმოკლებული უწოდა
პაპუაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ საუბარს აზრსმოკლებული უწოდა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების შესახებ საუბარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 04.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-04T17:51+0400
2024-06-04T17:51+0400
2024-06-04T17:51+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
აშშ
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. არასწორია სტრატეგიულ პარტნიორთან საუბარი შანტაჟისა და მუქარის ენით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სსპიკერის მეთიუ მილერის განცხადების კომენტარისას.როგორც მილერმა განაცხადა, აშშ-ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცახდებია, თუმცა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დაწესებაზე არ იყოყმანებს. 23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".მისი თქმით, საქართველოს სანქციები არ უკვირს, იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სანქციების ქვეშ, მათ შორის რუსეთი ცდილობდა ამ გზით საქართველოზე ზეგავლენის მოხდენას.„დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები, წევრები თავიანთ გადაწყვეტილებებს არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-მდივნების განცხადებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს არ სჭირდება ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების, შანტაჟის და მათგან მუქარის საფუძველზე მიიღებს. მისი თქმით, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას 2012 წლამდე ჰყავდა.როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მთავარი საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებაა.„რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ქვეყანა რას იტყვის? რაში გვჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც იმოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებით და მუქარის საფუძველზე?", - განაცხადა პაპუაშვილმასაქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილების და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო. სკანდალური კანონი ძალაში უკვე შევიდა.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, აშშ , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, აშშ , ახალი ამბები
პაპუაშვილმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შესახებ საუბარს აზრსმოკლებული უწოდა
საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების შესახებ საუბარს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. არასწორია სტრატეგიულ პარტნიორთან საუბარი შანტაჟისა და მუქარის ენით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სსპიკერის მეთიუ მილერის განცხადების კომენტარისას.
როგორც მილერმა განაცხადა, აშშ-ს ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოუცახდებია, თუმცა დასძინა, რომ შეერთებულმა შტატებმა ნათლად განაცხადა, რომ მათ დაწესებაზე არ იყოყმანებს.
23 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან „საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში".
„არ მგონია, რომ ქართველ ხალხთან ასეთი ენით საუბარი ვინმესთვის სასიკეთო იყოს... არასწორია, როცა სტრატეგიულ პარტნიორს სანქციების და მუქარის ენით ესაუბრები. და მეორეც, ამას საქართველოს ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს სანქციები არ უკვირს, იგი წლების განმავლობაში იმყოფებოდა სხვადასხვა სანქციების ქვეშ, მათ შორის რუსეთი ცდილობდა ამ გზით საქართველოზე ზეგავლენის მოხდენას.
„დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქეები, პარლამენტის თავმჯდომარეები, წევრები თავიანთ გადაწყვეტილებებს არ აწყობენ სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პრეს-მდივნების განცხადებებზე. ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით და მანდატით. ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ ქართველი ხალხის ინტერესებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს არ სჭირდება ხელისუფლება, რომელიც გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებების, შანტაჟის და მათგან მუქარის საფუძველზე მიიღებს. მისი თქმით, ასეთი ხელისუფლება ქვეყანას 2012 წლამდე ჰყავდა.
„ეს ხომ სამარცხვინოა. დამოუკიდებლობის 33-ე წლისთავზე ჩვენ გვყავს კასტა პოლიტკოსებისა, რომ არაფერი ვთქვათ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც ღიად ამბობენ, რომ მათი მიზანია ემსახურონ სხვა ქვეყანას. ეს არის ვასალობის მენტალიტეტი. მათ სურთ არა დამოუკიდებელი, არამედ ვასალური სახელმწიფო, რომელიც თავის პოლიტიკას აწყობს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებზე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მთავარი საკუთარი ხალხის ინტერესების გატარებაა.
„რა მნიშვნელობა აქვს, სხვა ქვეყანა რას იტყვის? რაში გვჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც იმოქმედებენ არა ქართველი ხალხის ინტერესით, არამედ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებებით და მუქარის საფუძველზე?", - განაცხადა პაპუაშვილმა
საქართველოს პარლამენტმა, მიუხედავად დასავლეთის გაფრთხილების და ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის მიუხედავად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მიიღო. სკანდალური კანონი ძალაში უკვე შევიდა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.