https://sputnik-georgia.com/20240604/kobaxidze-parlamentshi-angarishit-wardgeba-288244580.html
პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება - თარიღი ცნობილია
პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება - თარიღი ცნობილია
Sputnik საქართველო
პრემიერის ანგარიში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და ორშაბათის ბიუროს სხდომას წარედგინება 04.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-04T12:19+0400
2024-06-04T12:19+0400
2024-06-04T12:19+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833998_0:0:1436:808_1920x0_80_0_0_70b90fedb42fc0361dd5f986f8aacb0e.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 28 ივნისს წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს - სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერის მოხსენება მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.მთავრობის მეთაურის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული სამუშაოს, ისე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების, ასევე მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელების შესახებ.პრემიერის ანგარიში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და ორშაბათის ბიუროს სხდომას წარედგინებადოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სტაბილურად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების პროგრამას და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის.როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ოთხ პრიორიტეტულ სფეროში, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.კობახიძისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას მთავრობის მეთაურის ანგარიშით დაასრულებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/1c/249833998_101:0:1298:898_1920x0_80_0_0_0b9e76a294297c31a2f7234122d9abfc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ახალი ამბები
პრემიერი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება - თარიღი ცნობილია
პრემიერის ანგარიში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და ორშაბათის ბიუროს სხდომას წარედგინება
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კანონმდებლების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით 28 ივნისს წარდგება და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს - სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ პრემიერის მოხსენება მოიცავს 2023 წლის ივნისიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდს.
მთავრობის მეთაურის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია როგორც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გაწეული სამუშაოს, ისე საშინაო პოლიტიკისა და ეკონომიკის საკითხების, ასევე მნიშვნელოვანი სამთავრობო პროგრამების განხორციელების შესახებ.
„უაღრესად მნიშვნელოვანია ერთ-ერთი თემა - ეს არის სტაბილურობის ტემპის შენარჩუნება და განვითარება. რა თქმა უნდა, ირაკლი კობახიძეს, როგორც მენეჯერს, კარგ ორგანიზატორს, მაღალი დონის სპეციალისტს, თავისი ქვეყნისთვის თავდადებულ ადამიანს აქვს რესურსი, რომ ეს პროცესი შეინარჩუნოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გია ვოლსკიმ.
პრემიერის ანგარიში უკვე პარლამენტშია გადაგზავნილი და ორშაბათის ბიუროს სხდომას წარედგინება
დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სტაბილურად ახორციელებს ქვეყნის დემოკრატიული, მდგრადი და მშვიდობიანი განვითარების პროგრამას და ატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული მიზნების ეფექტურად განხორციელებისთვის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ქვეყნის ინსტიტუციური გაძლიერება უწყვეტად გრძელდება სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ ოთხ პრიორიტეტულ სფეროში, რაც უზრუნველყოფს ქვეყანაში ეკონომიკურ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, სოციალური პოლიტიკის განვითარებას, მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას.
კობახიძისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში. რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას მთავრობის მეთაურის ანგარიშით დაასრულებს.