https://sputnik-georgia.com/20240604/aprilshi-bankebshi-depozitebis-moculoba-gaizarda-288243231.html
აპრილში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა
აპრილში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი მაისის მდგომარეობით 51,75% შეადგინა 04.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-04T13:00+0400
2024-06-04T13:00+0400
2024-06-04T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი მაისისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 52,35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 553,75 ლარით, ანუ 1,03%-ით მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.ანგარიშის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1,15 მლრდ ლარით, ანუ 5,27%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 616,79 მლნ ლარით, ანუ 2,06%-ით შემცირდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი მაისის მდგომარეობით 51,75% შეადგინა, რაც 1,41 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი აპრილის მაჩვენებელზე.აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,07% შეადგინა, მათ შორის 9,28% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,9% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.აპრილის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეროვნული ბანკი , ახალი ამბები
აპრილში ქართულ ბანკებში დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა - მონაცემები განახლდა
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი მაისის მდგომარეობით 51,75% შეადგინა
თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი მაისისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 52,35 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 553,75 ლარით, ანუ 1,03%-ით მეტია 2024 წლის აპრილის მაჩვენებელზე, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
ანგარიშის თანახმად, აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 1,15 მლრდ ლარით, ანუ 5,27%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 616,79 მლნ ლარით, ანუ 2,06%-ით შემცირდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ელი მაისის მდგომარეობით 51,75% შეადგინა, რაც 1,41 პროცენტული პუნქტით მეტია 2024 წლის 1–ელი აპრილის მაჩვენებელზე.
აპრილში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,07% შეადგინა, მათ შორის 9,28% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 1,9% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
აპრილის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.