https://sputnik-georgia.com/20240603/premieri-qartuli-sporti-agmavlobis-gzazea-288236394.html
პრემიერი: ქართული სპორტი აღმავლობის გზაზეა
პრემიერი: ქართული სპორტი აღმავლობის გზაზეა
Sputnik საქართველო
პრემიერმა ძიუდოს ნაკრებს აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. 03.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-03T20:16+0400
2024-06-03T20:16+0400
2024-06-03T20:16+0400
საქართველო
საზოგადოება
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263738400_0:138:1300:869_1920x0_80_0_0_f9fb8d8fb5e6c60364eb7466da08034b.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქართული სპორტი აღმავლობის გზაზეა, რასაც ნათლად ადასტურებს სპორტსმენების წარმატებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განაცხადა პრემიერ-მიბნისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ქართველმა ძიუდოისტებმა კი პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რეკორდული რაოდენობის ლიცენზია (11) მოიპოვეს.პრემიერმა ძიუდოს ნაკრებს აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა.„მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა. როგორც მოგეხსენებათ, აბუ-დაბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა", - განაცხადა კობახიძემ.ამასთან, პრემიერმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა.მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გარდა ამისა, შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველომ ბრინჯაო მოიპოვა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/13/263738400_72:108:1086:869_1920x0_80_0_0_a0103e23a5aeca97eec88df5a2c84fc3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, სპორტი, ახალი ამბები
პრემიერი: ქართული სპორტი აღმავლობის გზაზეა
პრემიერმა ძიუდოს ნაკრებს აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ქართული სპორტი აღმავლობის გზაზეა, რასაც ნათლად ადასტურებს სპორტსმენების წარმატებები ბოლო ორი კვირის განმავლობაში, განაცხადა პრემიერ-მიბნისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე. ქართველმა ძიუდოისტებმა კი პარიზის ოლიმპიადაზე მონაწილეობისთვის რეკორდული რაოდენობის ლიცენზია (11) მოიპოვეს.
„ეს ორი კვირაც იყო იმის თვალსაჩინო დასტური, რომ ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ძიუდოს ნაკრებს აბუ-დაბიში მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა.
„მინდა, ჩვენს ძიუდოისტებს მივულოცო მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა. როგორც მოგეხსენებათ, აბუ-დაბიში გაიმართა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ჩვენმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც ძალიან დიდი წარმატებაა", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პრემიერმა საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა.
მსოფლიო ჩემპიონატზე გიორგი სარდალაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს, გურამ თუშიშვილი ვიცე-ჩემპიონი გახდა, ვაჟა მარგველაშვილი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. გარდა ამისა, შერეულ გუნდურ შეჯიბრში საქართველომ ბრინჯაო მოიპოვა.