https://sputnik-georgia.com/20240603/papuashvilma-gamchvirvalobis-shesaxeb-kanons-xeli-moawera-288229799.html
პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
Sputnik საქართველო
კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა 03.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-03T11:37+0400
2024-06-03T11:37+0400
2024-06-03T12:20+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b87bf69985007b6f20063058e8de22b3.jpg
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეზონანსულ კანონს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, ხელი მოაწერა. 28 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა, ოპოზიციონერებმა, ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, აშშ-მ, გაერომ, ეუთო/ოდირმა, ნატომ უკვე განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა მას „რუსული კანონი" უწოდეს.მისი თქმით, კანონის მიდგომა უბრალო და გასაგებია.„თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288179309_55:0:1876:1366_1920x0_80_0_0_51e448d2978d522201e1dddec2df2efc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა
11:37 03.06.2024 (განახლებულია: 12:20 03.06.2024) კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა რეზონანსულ კანონს, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიურად ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, ხელი მოაწერა.
28 მაისს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. პრეზიდენტმა, ოპოზიციონერებმა, ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ასევე ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ, აშშ-მ, გაერომ, ეუთო/ოდირმა, ნატომ უკვე განაცხადეს, რომ აღნიშნული კანონპროექტი დასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება - ინიციატივის მოწინააღმდეგეებმა მას „რუსული კანონი" უწოდეს.
„დღეს ხელი მოვაწერე კანონს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, კანონის მიდგომა უბრალო და გასაგებია.
„თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი - მოსახლეობამ უნდა იცოდეს, ვინ დგას თითოეული აქტორის უკან", - განაცხადა პაპუაშვილმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
2023 წლის შემოსავლების მიხედვით თუ იურიდიული პირი აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, მაშინ იგი რეესტრში ერთი თვის ვადაში უნდა დარეგისტრირდეს.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.