https://sputnik-georgia.com/20240603/kovidjarimebs-chamoaweren-288235322.html
საქართველოში მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ
საქართველოში მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ
Sputnik საქართველო
ჩამოწერილი ჯარიმების ოდენობა 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს 03.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-03T16:48+0400
2024-06-03T16:48+0400
2024-06-03T16:48+0400
საქართველო
covid-19
ჯანმო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249752479_0:19:1891:1083_1920x0_80_0_0_c40215fcdb469eaaca773930b6b156d0.jpg
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარიმებისგან 1.855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი გათავისუფლდებაჩამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 5 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს.საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0a/14/249752479_212:0:1681:1102_1920x0_80_0_0_e91708bb3cbe00edaf09fdabbe2e0b1f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, covid-19, ჯანმო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, covid-19, ჯანმო , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმებს ჩამოაწერენ
ჩამოწერილი ჯარიმების ოდენობა 5 მილიონ ლარს გადააჭარბებს
თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლის საფუძველზეც მოქალაქეებს კოვიდპანდემიის დროს დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯარიმებისგან 1.855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი გათავისუფლდება
„უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება დღეს ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ მოამზადა”, -განაცხადა კობახიძემ მტავრობის სხდომაზე.
ჩამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობა, დაახლოებით, 5 მლნ 600 ათას ლარს შეადგენს.
საქართველოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვების შემოღების პარალელურად წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციები დაწესდა.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით, ხოლო იურიდიული პირი 10 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმდებოდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებდა ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა – 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის განმეორებითი დარღვევა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ 2023 წლის 5 მაისს გააუქმა COVID-19 გლობალური პანდემიის სტატუსი, შესაბამისად, კორონავირუსთან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა დასრულებულად გამოცხადდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში ინფექციას 16.811 ადამიანი ემსხვერპლა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 2,8 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.