უძრავი ქონების ბაზარი მთის კურორტებზე - კვლევა

CC BY 2.0 / Kris Duda / Bakurianiბაკურიანი
ბაკურიანი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი ოდნავ გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1 ათას დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. 2024 წლის პირველ კვარტალში სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში უძრავი ქონების გაყიდვა 6%-ით შემცირდა, გუდაურში კი 3,3%-ით გაიზარდა, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბაკურიანში უძრავი ქონების 220 ობიექტი გაიყიდა. მიმოხილვის მიხედვით, ბაკურიანში ამჟამად 14 საცხოვრებელი პროექტი იყიდება, რომელთა უმეტესობა კოხტას მთასთან მდებარეობს.
2024 წლის პირველ კვარტალში, ბაკურიანისათვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 76,7% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტშია (1000$/მ2).
ბაკურიანში ბინების საშუალო შეწონილი ფასი ოდნავ გაიზარდა — წელიწადში 2,7%-ით და კვადრატულ მეტრზე 1 ათას დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა.
გუდაურში გასულ წელს 95 ობიექტი გაიყიდა - ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტი იყიდება.
2024 წლის პირველ კვარტალში, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ბინებმა (26-50 მ2) მთლიანი გაყიდვების 61,9% შეადგინა. ამასთან, გაყიდული ბინების ნახევარი საშუალო ფასის სეგმენტშია (1500$/მ2).
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი ოდნავ შემცირდა - წელიწადში 1,7%-ით და კვადრატულ მეტრზე 1,4 ათას დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0