გამოვლინდნენ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები

© courtesy GITA თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში ჯამში 235 სტარტაპია დაფინანსებული.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს ინოვაციების დატექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული ოცი სტარტაპი დაასახელა.
გამარჯვებულ სტარტაპებს შორის არიან:
Cardiostim - უსადენო, დამუხტვადი იმპლანტირებადი „პეისმეიკერი“, რომელიც გააკონტროლებს პაციენტის გულის რითმს.
Gakvetilo.ge - არაფორმალური განათლების ონლაინ პლატფორმა 11-17 წლის მოზარდებისთვის, რომელიც ნებისმიერი ადგილიდან ინტერაქციული და სტრუქტურულად გამართული კურსების საშუალებით, ხელს უწყობს ბავშვების ცხოვრებისეული და ემოციური უნარების განვითარებას. ·
SOS auto - სასწრაფო საგზაო დახმარების აპლიკაცია შენი ავტომობილისთვის ევაკუატორის და ავტო ასისტანსის გამოსაძახებლად.
Helio.AI - რეკრუტინგის ჭკვიანი სისტემა, რომელიც რითეილ კომპანიებს პროცესების ავტომატიზაციასა და საუკეთესო კანდიდატების სწრაფად შერჩევაში თამაშით ეხმარება.
BestRooms - მობილური აპლიკაცია, რომელიც ცვლის დაჯავშნის ტრადიციულ მიდგომებს და ორიენტირებულია იმავე დღეს ან რამდენიმე დღით ადრე გადაწყვეტილ ჯავშნებზე.
როგორც სააგანტოში აცხადებენ, აღნიშნული გადაწყვეტილება მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებით დაკომპლექტებულმა საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ 150 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2024 წლის 14 მეთორმეტედ გამოაცხადა. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში ჯამში 235 სტარტაპია დაფინანსებული.
პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.
ყველა ახალი ამბავი
0