საქართველოში ფულის გათეთრებაზე და ტერორიზმის დაფინანსებაზე შემოწმება გამკაცრდა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2024
გამოწერა
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შემოწმების მიზეზი გონივრული ეჭვი გახდება
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში, რომელთა თანახმად ფართოვდება დანაშაულის ჩადენაზე შესამოწმებელ სუბიექტთა სია, ასევე იცვლება თავად შემოწმების წესი.
ცვლილებები მიღებულ იქნა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შეფასების საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) რეკომენდაციების საფუძველზე.
პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, კანონის ძალაში შესვლის შემდეგ შემოწმების მიზეზი გონივრული ეჭვი შეიძლება გახდეს. ადრე ასეთი ტერმინი კანონში არ არსებობდა.
გონივრული ეჭვის ქვეშ იგულისხმება ინფორმაცია ან ფაქტების ან/და გარემოებების ერთობლიობა, რომელიც ბადებს ეჭვს, რომ გარიგება მომზადდა, დაიდო ან განხორციელდა უკანონოდ მოპოვებული ქონების ან ასეთი ქონებიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე და/ან ფულის გათეთრების მიზნით, ან დაკავშირებულია ტერორიზმის დაფინანსებასთან. ამასთან, გატარებულმა პრევენციულმა ღონისძიებებმა ეს ეჭვი არ გაფანტა.
გარდა ამისა, ცვლილებები ავალდებულებს კანონის წინაშე ანგარიშვალდებულ პირებს (25 სახის საქმიანობით დაკავებულ დაწესებულებებსა და კომპანიებს), მათ შორის კომერციულ ბანკებს, ადვოკატებს, ბუღალტერებს, საინვესტიციო და საბროკერო კომპანიებს, აზარტული თამაშების ორგანიზატორებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, შემოსავლების სამსახურს და სხვებს, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ტრასტების შექმნის შესახებ დოკუმენტების მიღებას.
ტერორიზმის რისკები საქართველოში - სუსის ანგარიში >>
კანონის მოქმედი ვერსიით, ტრასტების შემთხვევაში მოწმდება მხოლოდ ფლობის ფაქტი და კონტროლის სტრუქტურა.
ამასთან, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ქონების ყიდვა-გაყიდვის ან მისი ჩუქების გარიგების საფუძველზე საკუთრებაზე უფლების რეგისტრაციის შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო განახორციელებს პრევენციული ღონისძიებების სრულ სპექტრს და არა მხოლოდ კლიენტის იდენტიფიცირებასა და მის შემოწმებას სანდო და დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით, როგორც ეს კანონის მოქმედი ვერსიის შესაბამისად ხორციელდება.
პრევენციული ღონისძიებების სრული სპექტრი, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს გარიგების მიზნისა და მისწრაფებების დადგენას, მფლობელის იდენტიფიცირებას, ტრანზაქციის შესაბამისობის შემოწმებას კლიენტების, მათი სახსრების მონაცემების შესახებ და კლიენტის რისკის დონის შემოწმებას.
მტრული სახელმწიფოს კავშირი არ დადასტურდა: აშშ-ის დაზვერვამ საიდუმლო დასკვნა გამოაქვეყნა >>
გარდა ამისა, ახალი კანონი ავალდებულებს ტოტალიზატორების და აზარტული თამაშების ორგანიზატორებს, პრევენციული ღონისძიებების შედეგად მიღებული ინფორმაცია დაუკავშირონ განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას. ადრე ამ კატეგორიისთვის ასეთი ვალდებულება არ არსებობდა.
პროექტი ასევე გულისხმობს სიცოცხლის დაზღვევისას გაძლიერებული პრევენციული ღონისძიებების გატარებას ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების რისკის გამოვლენისა და მფლობელის იდენტიფიცირებისთვის.
გარდა ამისა, პროექტში გაჩნდა პრევენციული ღონისძიებების გატარების პირობა კონვერტირებადი ვირტუალური აქტივების გადაცემაში მონაწილე შუამავლებისთვის, რაც ადრე მხოლოდ მომწოდებლებს ეხებოდა. ამ შემთხვევაში გადამოწმების მიზეზი გახდება არა მხოლოდ მიმღების და მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემების არასწორი წარმოდგენა, არამედ სხვა მონაცემების არასრული მიწოდება.
საქართველომ 2024 წელს გლობალური ტერორიზმის ინდექსში პოზიციები გაიუმჯობესა>>
თანმდევ ინფორმაციას, რომელიც ვირტუალური კონვერტირებადი აქტივის გადასაცემად არის საჭირო, ზედამხედველობის ორგანო განსაზღვრავს.
ტერორიზმთან ბრძოლა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და კონტროლის სისტემა ამ მიმართულებით მუდმივად იხვეწება. თავად ტერორიზმის დაფინანსება საქართველოში სისხლის სამართლის დანაშაულია, ისევე როგორც ფულის გათეთრება.
ყველა ახალი ამბავი
0