https://sputnik-georgia.com/20240602/saeklesio-kalendari-2-ivnisi-288219190.html
საეკლესიო კალენდარი: 2 ივნისი
საეკლესიო კალენდარი: 2 ივნისი
Sputnik საქართველო
2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას მოწამეების თალალეს, ალექსანდრეს ასტერის, ასკალონის სხენების დღეა, ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებებლი... 02.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-02T09:00+0400
2024-06-02T09:00+0400
2024-06-02T09:00+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:48:1000:611_1920x0_80_0_0_026914c4266dd2fc33244bc71518fefe.jpg
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.ზაბულონი და სოსანაღირსი ზაბულონი და სოსანა წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ, წმიდა ზაბულონი კაბადოკიელი იყო წარმოშობით. კაბადოკიაში მრავალი ქართველური ტომი ცხოვრობდა და, ვარაუდით, იგი სწორედ ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. ზაბულონი იმპერატორის არმიაში მსახურობდა და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც უბადლო მეომარს. ფრანგებთან ბრძოლის დროს მან შეიპყრო ფრანგების მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს. წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონის შუამდგომლობით აუსრულეს მათ ეს სურვილი და ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა. იმპერატორმა დაუთმო მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე. წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს.წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად – მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა კეთილმოწესე ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ .ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ, წმიდა სოსანამაც მონასტრული ცხოვრება აირჩია - „მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“. მოწამეები თალალე, ალექსანდრე და ასტერინუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ჯერ ზღვაში ჩააგდეს. ხოლო შემდეგ კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს.მოწამე ასკალონიწმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს.აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისაწმიდა ალექსიმ სიკვდილის წინ დაიბარა, დაესაფლავებინათ კრემლში, ჩუდოვის (სასწაულთა) მონასტერში. წმიდა კეთილმსახური მთავრის დიმიტრი დონელის ბრძანებით მიტროპოლიტის ცხედარი ამ ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს.1431 წლის 20 მაისს ეკლესიის გუმბათი სიძველის გამო ჩამოიქცა. ახალი ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა წმიდა ალექსის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1485 წელს წმიდა ნაწილები გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ ეკლესიაში. დღეს მისი ნაწილები მოსკოვის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება.მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით
https://sputnik-georgia.com/20240601/saeklesio-kalendari-1-ivniss-288207474.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24549/57/245495710_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_a2ee65a266085d8e88ece2b4a9051753.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, რელიგია
საეკლესიო კალენდარი: 2 ივნისი
2 ივნისი წმინდა ნინოს მშობლების ზაბულონისა და სოსანას მოწამეების თალალეს, ალექსანდრეს ასტერის, ასკალონის სხენების დღეა, ამ დღეს საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია ასევე აღნიშნავს წმინდა ალექსის, მოსკოველი მიტროპოლიტის წმიდათა ნაწილთა აღმოყვანებას.
Sputnik-საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
ღირსი ზაბულონი და სოსანა წმიდა ნინოს მშობლები იყვნენ, წმიდა ზაბულონი კაბადოკიელი იყო წარმოშობით. კაბადოკიაში მრავალი ქართველური ტომი ცხოვრობდა და, ვარაუდით, იგი სწორედ ქართველთა ტომიდან იყო. ფიქრობენ, რომ წმიდა დიდმოწამე გიორგი წმიდა ზაბულონის დისშვილი იყო. ზაბულონი იმპერატორის არმიაში მსახურობდა და სახელი ჰქონდა განთქმული, როგორც უბადლო მეომარს. ფრანგებთან ბრძოლის დროს მან შეიპყრო ფრანგების მეფე და მთავარნი და რომის იმპერატორს მიჰგვარა. იმპერატორმა სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა ტყვეებს. წმიდა ზაბულონის ქადაგების გავლენით სიკვდილის წინ ტყვეებმა ქრისტიანული ნათლისღება ითხოვეს. ზაბულონის შუამდგომლობით აუსრულეს მათ ეს სურვილი და ზაბულონმა თავისი ნათლულების შეწყალება ითხოვა. იმპერატორმა დაუთმო მას მისი სულიერი შვილების სიცოცხლე. წმიდა ზაბულონის ღვაწლით მთელი მაშინდელი საფრანგეთი ეზიარა ქრისტეს წმიდა ნათელს.
წმიდა ზაბულონი იერუსალიმში წავიდა წმიდა ადგილების მოსალოცად – მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და იერუსალიმის პატრიარქ იუბენალთან დაიწყო მსახურება. პატრიარქმა კეთილმოწესე ზაბულონს თავისი და, სოსანა მიათხოვა. წმიდა ზაბულონი და სოსანა ზაბულონის სამშობლოში - კაბადოკიაში წავიდნენ. აქ მათ შეეძინათ ქალიშვილი ნინო, რომელსაც ღვთისმოშიშებითა და სიყვარულით ზრდიდნენ .
ზაბულონმა პატრიარქ იუბენალისგან აიღო კურთხევა და უდაბნოში გავიდა სამოღვაწეოდ, წმიდა სოსანამაც მონასტრული ცხოვრება აირჩია - „მსახურად გლახაკთა დედათა და უძლურთა“.
მოწამეები თალალე, ალექსანდრე და ასტერი
ნუმერიანეს მეფობის (283-284) დროს ქალაქ ეგეის მთავარმა მეომრები გაგზავნა ქრისტიანთა მოსაძებნად, მასთან მიიყვანეს 18 წლის თალალე. დაკითხვაზე ჭაბუკმა თქვა: „მე ვარ ქრისტიანი, ლიბანელი. მამაჩემი - ბერუტი მხედართმთავარი იყო, დედას რომელეა ჰქვია. მყავს იპოდიაკონი ძმა. მე ექიმობა შევისწავლე მკურნალ მაკარისგან. ტიბერიუსის დროს ერთხელ უკვე შემიპყრეს ქრისტეს აღსარებისთვის, მაგრამ გადავურჩი დასჯას. აწ ჰქმენით ჩემ ზედა, რაცა გსურთ. მე მზად ვარ სიხარულით დავითმინო სიკვდილი სახელისათვის უფლისა ჩემისა იესო ქრისტესა“.
განრისხებულმა მთავარმა ორ ჯალათს - ალექსანდრეს და ასტერს - უბრძანა, კიდურები გაეხვრიტათ მოწამისთვის და ხეზე ჩამოეკიდათ. ჯალათებმა შეიბრალეს ახალგაზრდა თალალე, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვეს და თავი ქრისტიანებად გამოაცხადეს. მთავარმა მათთვის თავის წარკვეთა ბრძანა, წმიდა თალალე კი ჯერ ზღვაში ჩააგდეს. ხოლო შემდეგ კი მთავრის ბრძანებით მახვილით განგმირეს.
წმიდა მოწამე ასკალონი დაიბადა დიდ ერმოპოლში (შუა ეგვიპტე). წმიდანი ეწამა დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანთა დევნისას. მთავარ არიანესთან მიყვანილმა ასკალონმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება და უარი განაცხადა წარმართული ღმერთების მსახურებაზე. წმიდანმა არიანეს უწინასწარმეტყველა, რომ მოვიდოდა დრო და თვითონაც აღიარებდა იესო ქრისტეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად. არიანეს ბრძანებით ასკალონი სასტიკად აწამეს.
აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა წმიდისა ალექსისა, მიტროპოლიტისა მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა საკვირველთმოქმედისა
წმიდა ალექსიმ სიკვდილის წინ დაიბარა, დაესაფლავებინათ კრემლში, ჩუდოვის (სასწაულთა) მონასტერში. წმიდა კეთილმსახური მთავრის დიმიტრი დონელის ბრძანებით მიტროპოლიტის ცხედარი ამ ტაძრის საკურთხეველთან დაკრძალეს.
1431 წლის 20 მაისს ეკლესიის გუმბათი სიძველის გამო ჩამოიქცა. ახალი ტაძრის მშენებლობის დროს მოხდა წმიდა ალექსის უხრწნელი ნაწილების აღმოყვანება. 1485 წელს წმიდა ნაწილები გადაასვენეს წმიდანის სახელზე აგებულ ეკლესიაში. დღეს მისი ნაწილები მოსკოვის საპატრიარქო საკათედრო ტაძარში ინახება.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით