https://sputnik-georgia.com/20240602/papuashvili-deputatebze-tavdasxmis-ukan-nacmozraoba-dgas-288227029.html
პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე თავდასხმის უკან „ნაცმოძრაობა" დგას
პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე თავდასხმის უკან „ნაცმოძრაობა" დგას
Sputnik საქართველო
სამწუხაროა, რომ დღეს ეს ევროს ხელმოწერა გახდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 02.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-02T23:17+0400
2024-06-02T23:17+0400
2024-06-02T23:17+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132671_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_76705c102c85270df030708cba2aedca.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. „აღშფოთებული მოქალაქეების“ უკან, რომლებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში „მონისა“ და „მოღალატის“ შეძახილებით ხვდებიან, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ დგას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში ოჯახთან ერთად სეირნობისას შეურაცხყოფა მიაყენეს. სანიკიძეს „სამშობლოს მოღალატე“ და „მონა“ უწოდეს. პირი, რომელმაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თამთა შამათავაა. აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია შექმნა.„ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტში უმსხვილესი პარტიაა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის.სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში, აღნიშნა პოლიტიკოსმა.გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1c/288132671_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_9fc0c29d0c0265a342109ae31f4a23af.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
პაპუაშვილი: „ქართული ოცნების“ დეპუტატებზე თავდასხმის უკან „ნაცმოძრაობა" დგას
სამწუხაროა, რომ დღეს ეს ევროს ხელმოწერა გახდა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. „აღშფოთებული მოქალაქეების“ უკან, რომლებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ქუჩაში „მონისა“ და „მოღალატის“ შეძახილებით ხვდებიან, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპის სახალხო პარტია“ დგას“, - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ვიქტორ სანიკიძეს ვაკის პარკში ოჯახთან ერთად სეირნობისას შეურაცხყოფა მიაყენეს. სანიკიძეს „სამშობლოს მოღალატე“ და „მონა“ უწოდეს. პირი, რომელმაც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი თამთა შამათავაა. აღნიშნულმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიცია შექმნა.
„ყოველი „აღშფოთებული მოქალაქის“ უკან დგას „ნაცმოძრაობის“ ცუდად შენიღბული აქტივისტი, მათი ყოველი აქტივისტის უკან კი „ევროპის სახალხო პარტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
„ევროპის სახალხო პარტია" ევროპარლამენტში უმსხვილესი პარტიაა, რომელშიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის.
სამწუხაროა, რომ დღეს ეს იქცა ევროპის ხელწერად საქართველოში, აღნიშნა პოლიტიკოსმა.
გასულ კვირაში ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეები ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ კანონი ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა. საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. აშშ-ის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი დააწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.