https://sputnik-georgia.com/20240602/meci-aiaqsidan-miqautadzes-gamoisyidis-288220178.html
„მეცი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძეს გამოისყიდის
„მეცი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძეს გამოისყიდის
Sputnik საქართველო
გამოცემის ცნობით, გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა, დაახლოებით, 13 მილიონი ევრო იქნება 02.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-02T12:51+0400
2024-06-02T12:51+0400
2024-06-02T12:51+0400
საქართველო
სპორტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287938200_0:304:2920:1947_1920x0_80_0_0_094d949255a0ceb5ee9b39da3802bcdf.jpg
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ფრანგული „მეცი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს, აპირებს ისარგებლოს კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტით და „აიაქსიდან" ქართველი ფეხბურთელი გამოისყიდოს, იუწყება გამოცემა De Telegraaf.გამოცემის ცნობით, გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა, დაახლოებით, 13 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „აიაქსი“ ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.„მეფე ჟორჟმა“ (როგორც ფეხბურთელს საფრანგეთში ეძახიან) პროფესიულ დონეზე თამაში 2019 წელს „მეცში“ დაიწყო, მაგრამ რეალურად სათამაშო პრაქტიკა 2020–2022 წლებში „სერენში“ მიიღო, სადაც ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო გასულ სეზონში იგივე ჯილდო საფრანგეთის ლიგა2-ში გამოსვლით დაიმსახურა – პლუს საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო.ერთადერთი გუნდი მის კარიერაში „აიაქსია“, სადაც ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა და გოლი არ გაუტანია - საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამსტერდამულმა კლუბმა აგვისტოში 16 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, „მეცში“ დაბრუნებულმა მიქაუტაძემ იანვრის შემდეგ 11 გოლი გაიტანა (მანამდე 2 გოლი იყო მის ანგარიშზე) და ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.ლიგა 1-ში მიქაუტაძემ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/10/287938200_714:293:2920:1947_1920x0_80_0_0_4f16855c7106a6835195223a1ae9f611.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, ახალი ამბები
„მეცი“ ამსტერდამის „აიაქსიდან“ გიორგი მიქაუტაძეს გამოისყიდის
გამოცემის ცნობით, გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა, დაახლოებით, 13 მილიონი ევრო იქნება
თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ფრანგული „მეცი", რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე იცავს, აპირებს ისარგებლოს კონტრაქტში გათვალისწინებული პუნქტით და „აიაქსიდან" ქართველი ფეხბურთელი გამოისყიდოს, იუწყება გამოცემა De Telegraaf.
გამოცემის ცნობით, გამოსასყიდი ფიქსირებული თანხა, დაახლოებით, 13 მილიონი ევრო იქნება, ხოლო „აიაქსი“ ფეხბურთელის სამომავლო ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.
„მეფე ჟორჟმა“ (როგორც ფეხბურთელს საფრანგეთში ეძახიან) პროფესიულ დონეზე თამაში 2019 წელს „მეცში“ დაიწყო, მაგრამ რეალურად სათამაშო პრაქტიკა 2020–2022 წლებში „სერენში“ მიიღო, სადაც ბელგიის პირველი დივიზიონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, ხოლო გასულ სეზონში იგივე ჯილდო საფრანგეთის ლიგა2-ში გამოსვლით დაიმსახურა – პლუს საუკეთესო ბომბარდირისა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი მიიღო.
ერთადერთი გუნდი მის კარიერაში „აიაქსია“, სადაც ფეხბურთელს თავის გამოჩენის შანსი არ მიეცა და გოლი არ გაუტანია - საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ამსტერდამულმა კლუბმა აგვისტოში 16 მილიონ ევროდ შეიძინა. თუმცა, „მეცში“ დაბრუნებულმა მიქაუტაძემ იანვრის შემდეგ 11 გოლი გაიტანა (მანამდე 2 გოლი იყო მის ანგარიშზე) და ლიგა 1-ის ბომბარდირებში მე-6 ადგილზე დაწინაურდა.
ლიგა 1-ში მიქაუტაძემ 20 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.