https://sputnik-georgia.com/20240601/tbilisis-centrsi-transportis-mozraoba-seizrudeba-288212826.html
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
Sputnik საქართველო
შეზღუდვების დაწესების მიზეზი „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებია. 01.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-01T16:23+0400
2024-06-01T16:23+0400
2024-06-01T16:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787701_0:57:3078:1788_1920x0_80_0_0_2f8d4bb127641f94ca207ea7a933a291.jpg
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეიდან ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება 1ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე.სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი წელს საიუბილეოა და რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტები დედაქალაქის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285787701_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_98d5b3498ced7cb55392244021839a0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
თბილისის ცენტრში ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
შეზღუდვების დაწესების მიზეზი „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებია.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. „თბილისი პიანო ფესტის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით დღეიდან ათონელისა და ვახტანგ ორბელიანის ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება, აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქალაქის ცენტრში ავტომობილების მოძრაობა შეზღუდული იქნება 1ივნისის 18:00 საათიდან 3 ივნისის 04:00 საათამდე.
სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩებიდან ათონელის ქუჩის მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს მშრალი ხიდის მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ იტალიის ქუჩის გავლით, ხოლო მშრალი ხიდიდან ათონელის ქუჩისკენ მიმავალი ტრანსპორტი იმოძრავებს სოლიკო ვირსალაძისა და გიორგი ჭანტურიას ქუჩების გამოყენებით.
რაც შეეხება რენა აბჟანდაძის ქუჩას, ტრანსპორტი გადაადგილებას შეძლებს ვახტანგ ორბელიანის ქუჩამდე, რის შემდეგაც გზას მტკვრის ქუჩის მიმართულებით გააგრძელებს.
თბილისის საერთაშორისო საფორტეპიანო ფესტივალი წელს საიუბილეოა და რვა დღის განმავლობაში გაგრძელდება. კონცერტები დედაქალაქის მასშტაბით ოთხ სხვადასხვა ადგილზე გაიმართება, მათ შორის ღია ცის ქვეშ. ფესტივალი 6 ივნისს დასრულდება.