როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი წყნეთის გზატკეცილზე 2 და 3 ივნისს

© сайт мэрии Тбилисиქვათაცვენა წყნეთის გზატკეცილზე
ქვათაცვენა წყნეთის გზატკეცილზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. წყნეთის გზატკეცილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა დროებით ორმხრივად შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
ბოლო დღეებში დედაქალაქში უხვი ნალექის მოსვლამ წყნეთი-ბეთანიის გზაზე არსებულ ფერდზე ქვათაცვენა გამოიწვია, რისთვისაც საჭირო გახდა ფერდის ჩამოწმენდა და სხვა გადაუდებელი საპრევენციო სამუშაოების ჩატარება.
„უსაფრთხოების მიზნით, სამუშაოების წარმოების დროს, 2 და 3 ივნისს, 10:00-დან 15:00 საათამდე პერიოდში, წყნეთის გზატკეცილზე (წყნეთის დასასრულიდან ბეთანიის მიმართულებით) საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება”, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, შეზღუდვის პერიოდში წყნეთიდან ბეთანიისა და კიკეთისკენ მოძრავი N503 და N481 მიკროავტობუსები დროებით შეაჩერებენ მგზავრთა მომსახურებას.
მოქალაქეებს ამ მიმართულებით გადაადგილება შეეძლებათ ბარათაშვილის ქუჩიდან კიკეთისკენ მიმავალი N316 ავტობუსით.
თბილისის მერია ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტის გამო.
ყველა ახალი ამბავი
0