https://sputnik-georgia.com/20240601/religiis-sakitxta-saxelmwifo-saagento-martlmadideblebs-ninoobas-ulocavs-288213774.html
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს ნინოობას ულოცავს
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს ნინოობას ულოცავს
Sputnik საქართველო
მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა 01.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-01T18:15+0400
2024-06-01T18:15+0400
2024-06-01T18:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
რელიგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284445728_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_8a5107d254139f900303e682bf8e46a3.jpg
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ნინოობის დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. 326 წელს წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.წმიდა ნინოს საქართველოში წელიწადში ორჯერ იხსენიებენ: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლას, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალებას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0b/17/284445728_191:0:2920:2047_1920x0_80_0_0_6df7a67834a13ef888e79a96fcd85bca.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
ახალი ამბები, საქართველო, რელიგია
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მართლმადიდებლებს ნინოობას ულოცავს
მეოთხე საუკუნეში წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა
თბილისი, 1 მაისი – Sputnik. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მრევლს ნინოობის დღესასწაულს, მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს მათ, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოში წმინდა ნინოს შემოსვლას ზეიმობს.
„ჩვენს ქვეყანაში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება. ქრისტიანობის მქადაგებელი კაბადოკიელი ქალწულის დიდი დამსახურების გამო, მართლმადიდებელი ეკლესია მას ქართველთა განმანათლებლად და მოციქულთა სწორად მიიჩნევს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ეპყრა ხელში. 326 წელს წმიდა ნინოს ქადაგებით საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა.
საქართველოს სამოციქულო ეკლესია წმიდა მოციქულთასწორის ნინოს საქართველოში შემოსვლას დიდი ზეიმით აღნიშნავს. ტაძრებში სრულდება სადღესასწაულო წირვა-ლოცვა.
წმიდა ნინოს საქართველოში წელიწადში ორჯერ იხსენიებენ: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლას, ხოლო 27 იანვარს - გარდაცვალებას.