მაჭარაშვილი: გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები ჯაშუშობისთვის უნდა გასამართლდნენ

© Courtesy of People’s Power„ხალხის ძალის“ ლოგო
„ხალხის ძალის“ ლოგო - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2024
გამოწერა
კანონის მოწინააღმდეგეები მის მიმღებ დეპუტატებს მონებს და მოღალატეებს უწოდებენ, რომლებმაც საქართველოს განვითარების პროდასავლური გზა პრორუსულით შეცვალეს.
თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საპროტესტო აქციების მოტყუებული მონაწილეები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და ისინი, ვინც აგრძელებენ ბრძოლას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან და უწყობს ბულინგს კანონის მხარდამჭერებსა და მათ ნათესავებს, ჯაშუშობისთვის უნდა გაასამართლონ, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
კანონი „უცხოური გავლენის“ შესახებ, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების შევსებას, უახლოეს მომავალში ამოქმედდება. კანონის მოწინააღმდეგეები მის მიმღებ დეპუტატებს მონებს და მოღალატეებს უწოდებენ, რომლებმაც საქართველოს განვითარების პროდასავლური გზა პრორუსულით შეცვალეს. დასავლეთმა ამ კანონს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლება უწოდა.
„დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, პროტესტის მოტყუებული მონაწილეები სახლებში, უნივერსიტეტებსა და სამსახურებში დაბრუნდნენ. ადამიანებმა ჩვეულად განაგრძეს ცხოვრება. არ ჩერდებიან მხოლოდ ჯაშუშური ქსელის წარმომადგენლები საქართველოში“, - დაწერა მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, ეს ადამიანები თავის თავს არ ეკუთვნიან.
„არ ჩერდებიან და ვერც გაჩერდებიან, რადგან ეს ადამიანები საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. ისინი დავალებებით მოქმედებენ და ინსტრუქციებს, ისევე, როგორც შავ ფულს სწორედ იმ ქვეყნებიდან იღებენ, რომლებიც გამჭვირვალობის კანონს ისტერიულად ეწინააღმდეგებოდნენ“, - დაწერა მაჭარაშვილმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის არ ყოფილა მოულოდნელი კანონის მიმართ დასავლური ქვეყნების ზღვარგადასული წინააღმდეგობა.
„საქმე მარტივადაა - კანონი ააშკარავებს არა მხოლოდ ადგილზე მოქმედ აგენტურას, იგივე ჯაშუშებს, არამედ პირდაპირ ააშკარავებს მათ დამფინანსებლებს და შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ ინფორმაციას მიიღებს პოლიტიკის კულუარებში არსებულ შავბნელ პროცესებზე“, - დაწერა მაჭარაშვილმა.
მან „ადგილობრივი აგენტურის“ გასამართლებას ეგზისტენციური საკითხი უწოდა.
„ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს უკლებლივ ყველა, ვინც კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში, ცდილობს ფსიქოლოგიურ ძალადობას კანონის მიმღებთა და მხარდამჭერთა, აგრეთვე მათი მშობლების, შვილების და სხვა ოჯახის წევრების მიმართ. ამ ადამიანების გასამართლება ეგზისტენციური საკითხია“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.
დეპუტატის თქმით, ლუსტრირებული „ჯაშუშების“ დაუსჯელად დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე ძალიან მძიმედ აისახება.
26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები ტელევიზიის პირდაპირ ეთერში უნდა გასამართლდნენ.
„სასამართლო პროცესები კი უნდა იქცეს ერთგვარ ნიურნბერგის პროცესად“, - განაცხადა დეპუტატმა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
ყველა ახალი ამბავი
0