https://sputnik-georgia.com/20240601/dris-astroprognozi-zodiaqos-nisnebistvis-1-ivnisi-288189275.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1-ლი ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1-ლი ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები. 01.06.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-06-01T00:15+0400
2024-06-01T00:15+0400
2024-06-01T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_0:16:3557:2017_1920x0_80_0_0_8cfd594241875d8b39712ecb5db2d940.jpg
დღეს 2024 წლის 1-ლი ივნისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.ნანატრ სულიერ წონასწორობას მიაღწევთ. გარშემომყოფების ემოციები ასევე ძლიერი იქნება, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება და გრძნობების მართვა ბევრად იოლი გახდება. თუ არ გადააჭარბებთ და იუმორის მსუბუქ გრძნობას გამოიყენებთ, ირგვლივ მყოფების სიმპათიას ადვილად მოიპოვებთ.დაფასდება ორგანიზატორული ნიჭი, დიპლომატიური ტალანტი. რომანტიკასთან კი საქმე ცოტა სხვაგვარად იქნება – მსუბუქი გატაცება და უბრალო ფლირტი, შესაძლოა, ღრმა გრძნობებში გადაიზარდოს.ვერძი: დღეს ადვილად შეიძლება აღმოჩნდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. და რაც დასაფასებელია, ეს პოზიტიური თვალსაზრისით მოხდება. ბედი იდეალურ შანსს გაძლევთ, რომ განახორციელოთ საკუთარი შორსმიმავალი გეგმები და ოცნებები. მოქმედების დროა. დღეს ამაში გარშემომყოფები შეგიძლიათ თამამად ჩართოთ – მათ გადმობირებას თქვენ მხარეს სულ იოლად შეძლებთ.კურო: დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას შეეცდება, და თან ამას ძალზე დახვეწილად გააკეთებს – ვერც კი შეამჩნევთ, როგორ აღმოჩნდებით მოქნილი „მეთოჯინის“ ხელში. თუ არ გსურთ, ვინმეს ხელში მარიონეტად იგრძნოთ თავი, მეტად კრიტიკული უნდა იყოთ გარშემომყოფების ნათქვამის მიმართ და მათთან საუბრისას ხშირად გამოიყენოთ სიტყვა „არა“.ტყუპი: დღეს იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ სულს რაღაც უჩვეულო, ექსტრაორდინარული აკლია. ირგვლივ არსებული სინამდვილე ამის შანსს არ მოგცემთ, ასე რომ, საკუთარი თავის იმედად მოგიწევთ ყოფნა. შეგიძლიათ, საკუთარი ძალებით წამოიწყოთ რამე ექსტრავაგანტული, მაგრამ ზომიერება არ დაივიწყოთ – დღევანდელ დღეს ზომიერების დაცვა მისასალმებელია.კირჩხიბი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ რამე საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. ამასთან, ვერ გაუძლებთ ცდუნებას და ამაში ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სახლში ავეჯის გადაადგილება ან საფუძვლიანი დალაგება–დასუფთავება იქნება, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს თავისი საქმე ექნება. თქვენს ასეთ ინიციატივას შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ შეეგებონ, მაგრამ არც წინააღმდეგობა შეგხვდებათ.ლომი: დღეს თქვენი საქმეები მარტივად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე წარიმართება. იმდენად ორგანიზებული ხართ, რომ ამით არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც გააკვირვებთ. ამას ისიც ემატება, რომ საინტერესოს ყველაზე ჩვეულებრივ საქმიანობაშიც კი აღმოაჩენთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები – ყველა თუ არა, ნაწილი მაინც.ქალწული: დღეს შეიძლება თვალნათლივ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრება ეს „ჯარისკაცობანას“ თამაში არ არის და გარშემომყოფებს სულაც არა აქვთ სურვილი, დამჯერი თოჯინების როლი შეასრულონ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ შუადღისთვის ადამიანების მანიპულაციისა და მათზე მბრძანებლობის სურვილი არ გაგიქრებათ, აჯობებს, თუ ამ მისწრაფებას რამე კომპიუტერული თამაშით ჩაანაცვლებთ. სხვაგვარად „სარდლობის მიდრეკილების“ დაოკების შანსი დღეს, დიდი ალბათობით, არ მოგეცემათ.სასწორი: დღე პოზიტიური, აღმშენებლობითი ენერგიით დამუხტვას გპირდებათ. თქვენი გრძნობები და ფიქრები, ბოლოს და ბოლოს, ჰარმონიულ თანასწორობაში მოვა ერთმანეთთან. ვერც კი გაიხსენებთ, რა არის მოწყენილობა. ნებისმიერი გადაწყვეტილებას ბრძნულად და გააზრებულად მიიღებთ. დამაჯერებლად და ლამაზად შეგიძლიათ თქვენი ნებისმიერი აზრისა და წინადადების დასაბუთება.მორიელი: ამ დღის ენერგეტიკა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ გადაჭარბებული რეაქცია გექნებათ წვრილმანებზე. ამის გამო რისკავთ, რომ ხელიდან გაუშვათ ის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, რომლებითაც ასე გულუხვად გასაჩუქრებთ ბედი, და ენერგია უაზრო რამეებს დაახარჯოთ. წარმატების გარანტი მარტივია: დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.მშვილდოსანი: დღეს ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საზოგადოებრივ იერარქიაში წინ წაიწიოთ. ალბათ არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც სათანადოდ ვერ განავითარებთ და აქედან მაქსიმალურ სარგებელს არ მიიღებთ. ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები გირჩევენ, ისაა, რომ არ დაკარგოთ კონტროლი ემოციებზე და ზედმეტად არ გაგიტაცოთ აზარტმა.თხის რქა: დღეს მთელი თავით შეიძლება გადაეშვათ სახლის საკითხების მოგვარებაში, და არ გეგონოთ, რომ საქმეები ჩვეულებრივზე ადვილად გადაწყდება. მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება და ამის მიზეზი თქვენი უნარი იქნება, რომ ნებისმიერი კონფლიქტი და გაუგებრობა საწყის დონეზევე ჩააცხროთ. თუ ახლობლებთან რაღაც პრობლემები დაგიგროვდათ, დღეს საუკეთესო დროა, რომ ამ საკითხებზე გულახდილად ისაუბროთ.მერწყული: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სრული ბატონ–პატრონი იყოთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ გეგმებისა და ფიქრებისაც. აზრი არა აქვს თქვენთვის რამე რჩევის და მით უმეტეს, რამე იდეის თავს მოხვევას – მაინც თქვენებურად გააკეთებთ ყველაფერს. ამასთან, იქით შეგიძლიათ რჩევების მიცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და უთანხმოებებს მშვიდად გადაიტანთ.თევზები: რაც შეეხება ფულსა და გრძნობებს, დღეს ვითარების ბატონ–პატრონი თქვენ იქნებით. საკმარისია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და საქმეები საკმაოდ პოზიტიურად განვითარდება. ვარსკვლავები სწორედ ამ წონასწორობისთვის განგაწყობენ. შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკებაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი და ნაკლებად ემოციური იყოს.
https://sputnik-georgia.com/20180413/ramdenad-emociuri-xarT-zodiaqos-niSnis-mixedviT-239985699.html
https://sputnik-georgia.com/20180605/zodiaqos-romeli-niSnebis-warmomadgenlebs-aqvT-intuicia-metad-ganvitarebuli-240750716.html
https://sputnik-georgia.com/20180928/zodiaqos-niSnebi-romelTac-am-samyaroSi-Semoqmedeba-da-ganvitareba-moaqvT-242280893.html
https://sputnik-georgia.com/20181108/sad-imaleba-zodiacos-TiToeuli-niSnis-bednierebis-saidumlo-242842157.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23607/44/236074456_423:0:3134:2033_1920x0_80_0_0_31ca2eb31b0e866650a8ecc299841ac3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1-ლი ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები.
დღეს 2024 წლის 1-ლი ივნისია, შაბათი. ამ დღეს პლანეტა სატურნიმფარველობს.
ნანატრ სულიერ წონასწორობას მიაღწევთ. გარშემომყოფების ემოციები ასევე ძლიერი იქნება, მაგრამ წონასწორობის შენარჩუნება და გრძნობების მართვა ბევრად იოლი გახდება. თუ არ გადააჭარბებთ და იუმორის მსუბუქ გრძნობას გამოიყენებთ, ირგვლივ მყოფების სიმპათიას ადვილად მოიპოვებთ.
დაფასდება ორგანიზატორული ნიჭი, დიპლომატიური ტალანტი. რომანტიკასთან კი საქმე ცოტა სხვაგვარად იქნება – მსუბუქი გატაცება და უბრალო ფლირტი, შესაძლოა, ღრმა გრძნობებში გადაიზარდოს.
ვერძი: დღეს ადვილად შეიძლება აღმოჩნდეთ საყოველთაო ყურადღების ცენტრში. და რაც დასაფასებელია, ეს პოზიტიური თვალსაზრისით მოხდება. ბედი იდეალურ შანსს გაძლევთ, რომ განახორციელოთ საკუთარი შორსმიმავალი გეგმები და ოცნებები. მოქმედების დროა. დღეს ამაში გარშემომყოფები შეგიძლიათ თამამად ჩართოთ – მათ გადმობირებას თქვენ მხარეს სულ იოლად შეძლებთ.
კურო: დღეს ვიღაც თქვენით მანიპულირებას შეეცდება, და თან ამას ძალზე დახვეწილად გააკეთებს – ვერც კი შეამჩნევთ, როგორ აღმოჩნდებით მოქნილი „მეთოჯინის“ ხელში. თუ არ გსურთ, ვინმეს ხელში მარიონეტად იგრძნოთ თავი, მეტად კრიტიკული უნდა იყოთ გარშემომყოფების ნათქვამის მიმართ და მათთან საუბრისას ხშირად გამოიყენოთ სიტყვა „არა“.
ტყუპი: დღეს იგრძნობთ, რომ რაღაც გაკლიათ. თითქოს ჩვეულებრივი დღეა, მაგრამ სულს რაღაც უჩვეულო, ექსტრაორდინარული აკლია. ირგვლივ არსებული სინამდვილე ამის შანსს არ მოგცემთ, ასე რომ, საკუთარი თავის იმედად მოგიწევთ ყოფნა. შეგიძლიათ, საკუთარი ძალებით წამოიწყოთ რამე ექსტრავაგანტული, მაგრამ ზომიერება არ დაივიწყოთ – დღევანდელ დღეს ზომიერების დაცვა მისასალმებელია.
კირჩხიბი: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ რამე საჭირო და სასარგებლო გააკეთოთ. ამასთან, ვერ გაუძლებთ ცდუნებას და ამაში ოჯახის წევრების ჩართვას მოინდომებთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება სახლში ავეჯის გადაადგილება ან საფუძვლიანი დალაგება–დასუფთავება იქნება, სადაც ოჯახის თითოეულ წევრს თავისი საქმე ექნება. თქვენს ასეთ ინიციატივას შეიძლება დიდი ენთუზიაზმით არ შეეგებონ, მაგრამ არც წინააღმდეგობა შეგხვდებათ.
ლომი: დღეს თქვენი საქმეები მარტივად და ზედმეტი დაძაბულობის გარეშე წარიმართება. იმდენად ორგანიზებული ხართ, რომ ამით არა მხოლოდ გარშემომყოფებს, არამედ საკუთარ თავსაც გააკვირვებთ. ამას ისიც ემატება, რომ საინტერესოს ყველაზე ჩვეულებრივ საქმიანობაშიც კი აღმოაჩენთ. შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ განახორციელოთ თქვენი გეგმები – ყველა თუ არა, ნაწილი მაინც.
ქალწული: დღეს შეიძლება თვალნათლივ დარწმუნდეთ, რომ ცხოვრება ეს „ჯარისკაცობანას“ თამაში არ არის და გარშემომყოფებს სულაც არა აქვთ სურვილი, დამჯერი თოჯინების როლი შეასრულონ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელებაში. თუ შუადღისთვის ადამიანების მანიპულაციისა და მათზე მბრძანებლობის სურვილი არ გაგიქრებათ, აჯობებს, თუ ამ მისწრაფებას რამე კომპიუტერული თამაშით ჩაანაცვლებთ. სხვაგვარად „სარდლობის მიდრეკილების“ დაოკების შანსი დღეს, დიდი ალბათობით, არ მოგეცემათ.
სასწორი: დღე პოზიტიური, აღმშენებლობითი ენერგიით დამუხტვას გპირდებათ. თქვენი გრძნობები და ფიქრები, ბოლოს და ბოლოს, ჰარმონიულ თანასწორობაში მოვა ერთმანეთთან. ვერც კი გაიხსენებთ, რა არის მოწყენილობა. ნებისმიერი გადაწყვეტილებას ბრძნულად და გააზრებულად მიიღებთ. დამაჯერებლად და ლამაზად შეგიძლიათ თქვენი ნებისმიერი აზრისა და წინადადების დასაბუთება.
28 სექტემბერი 2018, 16:15
მორიელი: ამ დღის ენერგეტიკა პრაქტიკულად ნებისმიერი საქმისა და წამოწყებისთვის ხელსაყრელია, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ გადაჭარბებული რეაქცია გექნებათ წვრილმანებზე. ამის გამო რისკავთ, რომ ხელიდან გაუშვათ ის მრავალრიცხოვანი შესაძლებლობები, რომლებითაც ასე გულუხვად გასაჩუქრებთ ბედი, და ენერგია უაზრო რამეებს დაახარჯოთ. წარმატების გარანტი მარტივია: დაივიწყეთ წვრილმანები და ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვანზე გაამახვილეთ.
მშვილდოსანი: დღეს ბედი თითქმის ყველა შესაძლებლობას მოგცემთ, რომ საზოგადოებრივ იერარქიაში წინ წაიწიოთ. ალბათ არ არსებობს სიტუაცია, რომელსაც სათანადოდ ვერ განავითარებთ და აქედან მაქსიმალურ სარგებელს არ მიიღებთ. ერთადერთი, რასაც ვარსკვლავები გირჩევენ, ისაა, რომ არ დაკარგოთ კონტროლი ემოციებზე და ზედმეტად არ გაგიტაცოთ აზარტმა.
თხის რქა: დღეს მთელი თავით შეიძლება გადაეშვათ სახლის საკითხების მოგვარებაში, და არ გეგონოთ, რომ საქმეები ჩვეულებრივზე ადვილად გადაწყდება. მთლიანობაში, საკმაოდ პოზიტიური ატმოსფერო შეიქმნება და ამის მიზეზი თქვენი უნარი იქნება, რომ ნებისმიერი კონფლიქტი და გაუგებრობა საწყის დონეზევე ჩააცხროთ. თუ ახლობლებთან რაღაც პრობლემები დაგიგროვდათ, დღეს საუკეთესო დროა, რომ ამ საკითხებზე გულახდილად ისაუბროთ.
მერწყული: დღეს სურვილი გაგიჩნდებათ, რომ სრული ბატონ–პატრონი იყოთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების, არამედ გეგმებისა და ფიქრებისაც. აზრი არა აქვს თქვენთვის რამე რჩევის და მით უმეტეს, რამე იდეის თავს მოხვევას – მაინც თქვენებურად გააკეთებთ ყველაფერს. ამასთან, იქით შეგიძლიათ რჩევების მიცემა. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტისთვის განწყობილი არ ხართ და უთანხმოებებს მშვიდად გადაიტანთ.
თევზები: რაც შეეხება ფულსა და გრძნობებს, დღეს ვითარების ბატონ–პატრონი თქვენ იქნებით. საკმარისია შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება და საქმეები საკმაოდ პოზიტიურად განვითარდება. ვარსკვლავები სწორედ ამ წონასწორობისთვის განგაწყობენ. შეგიძლიათ ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკებაც, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი არგუმენტები დამაჯერებელი და ნაკლებად ემოციური იყოს.