https://sputnik-georgia.com/20240531/tarlitoba-uzravi-qonebis-bazarze-samartaldamcvelebma-sam-pirs-braldeba-warudgines-288191877.html
თაღლითობა უძრავი ქონების ბაზარზე - სამართალდამცველებმა სამ პირს ბრალი წარუდგინეს
თაღლითობა უძრავი ქონების ბაზარზე - სამართალდამცველებმა სამ პირს ბრალი წარუდგინეს
Sputnik საქართველო
ბრალდებულები თბილისში მდებარე უცხოელების კუთვნილ კომერციულ ფართებს და საცხოვრებელ ბინებს უკანონოდ დაეუფლნენ. 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T13:39+0400
2024-05-31T13:39+0400
2024-05-31T13:39+0400
ახალი ამბები
საქართველო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_0:110:1632:1028_1920x0_80_0_0_8527018a8be15c5888dc3430d93895bf.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თბილისში მდებარე დაახლოებით 1.480.000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას. ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 245.000 ლარია.გამოძიების პროცესში თაღლითური გზით ნაშოვნი უძრავი ქონება დაყადაღდა.გამოძიება ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების მუხლებით მიმდინარეობს.დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/16/261408327_58:0:1575:1138_1920x0_80_0_0_cebbc46847194be8f1e7f8e0599cdfdd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური , შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, თბილისი დღეს
თაღლითობა უძრავი ქონების ბაზარზე - სამართალდამცველებმა სამ პირს ბრალი წარუდგინეს
ბრალდებულები თბილისში მდებარე უცხოელების კუთვნილ კომერციულ ფართებს და საცხოვრებელ ბინებს უკანონოდ დაეუფლნენ.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისთვის ერთი ადამიანი დააკავეს, ხოლო კიდევ ორ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ყალბი უცხოენოვანი მინდობილობებისა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულებების გამოყენებით, უკანონოდ დაეუფლნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ თბილისში მდებარე დაახლოებით 1.480.000 ლარის ღირებულების ორ კომერციულ ფართსა და სამ საცხოვრებელ ბინას. ასევე, შეეცადნენ ამავე გზით დაუფლებოდნენ თბილისში მდებარე ორ კომერციულ ფართს, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 245.000 ლარია.
გამოძიების პროცესში თაღლითური გზით ნაშოვნი უძრავი ქონება დაყადაღდა.
გამოძიება ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების მუხლებით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით.