საქართველოს პრეზიდენტმა შვიდი პატიმარი შეიწყალა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის ციხე
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2024
გამოწერა
2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს პრეზიდენტმა 26 ადამიანი შეიწყალა
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 მსჯავრდებული შეიწყალა - ხუთი მათგანი საპატიმროს დატოვებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეწყალების უფლება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს შეწყალების კომისიის რეკომენდაციების მიხედვით მსჯავრდებულის განცხადების და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, 5 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალი მსჯავრდებულია.
2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს პრეზიდენტმა სულ 26 ადამიანი შეიწყალა, აღდგომის დღესასწაულამდე - 25 მსჯავრდებული, საიდანაც 16-მა საპატიმრო დატოვა, ხოლო აპრილში - პოლიციელის ჯანმრთელობაზე თავდასხმისა და ცეცხლის წაკიდების გზით ქონების განადგურების ფაქტზე მსჯავრდებული ლაზარე გრიგორიადი. მას 12 აპრილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და განაჩენის გამოცხადებიდან 12 დღის შემდეგ გათავისუფლდა.
გრიგორიადისის საქმეზე გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წლის7 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე რუსთაველის გამზირზე მან ორჯერ ესროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც 9 აპრილის ქუჩაზე პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ.
მისი მოქმედების შედეგად დეპარტამენტის ორმა თანამშრომელმა დამწვრობები მიიღო, მათ სტაციონარული მკურნალობა დასჭირდათ.
გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა, რომ 9 მარტის ღამით გრიგორიადისმა განზრახ დაწვა ჭანტურიას ქუჩაზე მდგარი შსს-ს კუთვნილი ავტომობილი. ამის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებულმა ზარალმა 39,5 ათასი ლარი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0