https://sputnik-georgia.com/20240531/oxanasvili-gamwvirvalobis-kanonze-argumentebi-qartuli-ocnebis-mxaresaa-288190062.html
ოხანაშვილი: „გამჭვირვალობის“ კანონზე არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარესაა
ოხანაშვილი: „გამჭვირვალობის“ კანონზე არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარესაა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება მზადაა კანონის განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, განაცხადა დეპუტატმა 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T11:20+0400
2024-05-31T11:20+0400
2024-05-31T11:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283635343_0:0:1740:979_1920x0_80_0_0_fe4894a1f0493910578e76ee77ba2d24.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია რომ მოიგებს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სარჩელებს ამზადებენ.მისი თქმით, მუხლების მოქმედების შეჩერებაზე საკითხის დაყენება აბსურდულია.„ესეც იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით დაველოდებით საბოლოო მოტივაციას. მზად ვართ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიღებული კონკრეტული საკანონმდებლო აქტი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა სტრასბურგის სასამართლოში საქმის განსახილველადაც.„მიგვაჩნია, რომ არც ერთი მხრივ არის არგუმენტები მოსარჩელეების სასარგებლოდ და ვერც სტრასბურგის სასამართლოს ექნება მოსარჩელეების მხრიდან სათანადო მოტივაცია და არგუმენტები“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერი დავისთვის მზადაა.„ჩვენ მზად ვართ, რომ სადაც სამართლებრივი პაექრობა და მსჯელობა საჭირო იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.სამშაბათს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს. კანონი უახლოეს დროს შევა ძალაში.თბილისში კანონის ინიცირების დღიდან, 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, რამდენჯერმე პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/19/283635343_192:0:1740:1161_1920x0_80_0_0_b9d9bab1f956c078aa5e7544e752992a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , საქართველოს პარლამენტი
ოხანაშვილი: „გამჭვირვალობის“ კანონზე არგუმენტები „ქართული ოცნების“ მხარესაა
საქართველოს ხელისუფლება მზადაა კანონის განსახილველად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, განაცხადა დეპუტატმა
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დარწმუნებულია რომ მოიგებს საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის კონსტიტუციურობის საკითხზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი“, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში (ECtHR) სარჩელებს ამზადებენ.
„არგუმენტები არის „ქართული ოცნების” მხარეს. ჩვენ მზად ვართ გნებავთ საკონსტიტუციო სასამართლოში წაიღონ საქმე, გნებავთ სხვა მაღალი განსჯადობის მქონე ქვეყნის ფარგლებს მიღმა უწყებებში, ჩვენს მხარესაა სიმართლე და არგუმენტები. როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში მიგაქვს საქმე, იქ იმის დასაბუთებაც უნდა შეგეძლოს, რომ სასამართლოს მიმართო, ეს გამოიწვევს წარმოუდგენელ და გამოუსწორებელ შედეგებს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაქვს საფუძველი, რომ იმსჯელო ნორმის შეჩერებაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, მუხლების მოქმედების შეჩერებაზე საკითხის დაყენება აბსურდულია.
„ესეც იმდენად აბსურდულია, რომ ჩვენ დიდი სიამოვნებით დაველოდებით საბოლოო მოტივაციას. მზად ვართ, ნებისმიერ ადგილას, იქნება ეს საკონსტიტუციო სასამართლო თუ სხვა ინსტიტუციები, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მიღებული კონკრეტული საკანონმდებლო აქტი“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება მზადაა სტრასბურგის სასამართლოში საქმის განსახილველადაც.
„მიგვაჩნია, რომ არც ერთი მხრივ არის არგუმენტები მოსარჩელეების სასარგებლოდ და ვერც სტრასბურგის სასამართლოს ექნება მოსარჩელეების მხრიდან სათანადო მოტივაცია და არგუმენტები“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლება ნებისმიერი დავისთვის მზადაა.
„ჩვენ მზად ვართ, რომ სადაც სამართლებრივი პაექრობა და მსჯელობა საჭირო იქნება, დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას, თუ არასამთავრობო ორგანიზაციები ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ”, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
სამშაბათს, 28 მაისს, საქართველოს პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონზე, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციას და ფინანსური დეკლარაციების შევსებას ავალდებულებს. კანონი უახლოეს დროს შევა ძალაში.
თბილისში კანონის ინიცირების დღიდან, 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, რამდენჯერმე პროტესტი არეულობაში გადაიზარდა. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.