https://sputnik-georgia.com/20240531/imeretsi-ukanono-xis-saamqro-gamoavlines-288192060.html
იმერეთში უკანონო ხის სახერხი საამქროები გამოავლინეს
იმერეთში უკანონო ხის სახერხი საამქროები გამოავლინეს
Sputnik საქართველო
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს კანონდარღვევების გამოსავლენად. 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T14:20+0400
2024-05-31T14:20+0400
2024-05-31T14:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
შემთხვევები
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272713080_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3339e0490ef0171b887781ea2a3372b6.jpg
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 კუბური მეტრი წაბლის სახეობის სამასალე მერქანი.რაც შეხება კანონდარღვევის მეორე ფაქტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში, ადგილობრივ მკვიდრს უკანონო სახერხი საამქრო საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული.დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები იმერეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის „საქმიან ეზოში“.ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის თქმით, მისი თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს უკანონობის ფაქტების გამოსავლენად.„ბოლო პერიოდში განვაახლეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. სახელწმიფო ტყეებში განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც კანონდარღვევის გამოვლენის აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ნებისმიერ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/05/272713080_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_ab128012585b76bff97d6ef49ba7fcdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, შემთხვევები, გარემოს დაცვა და ეკოლოგია, საქართველოს რეგიონები
იმერეთში უკანონო ხის სახერხი საამქროები გამოავლინეს
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს კანონდარღვევების გამოსავლენად.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ორი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 კუბური მეტრი წაბლის სახეობის სამასალე მერქანი.
რაც შეხება კანონდარღვევის მეორე ფაქტს, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ გოდოგანში, ადგილობრივ მკვიდრს უკანონო სახერხი საამქრო საკარმიდამო ნაკვეთში ჰქონდა განთავსებული.
დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროები იმერეთის სატყეო სამსახურისა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაილუქა; უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე გადატანილია ზესტაფონის „საქმიან ეზოში“.
„ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის კახა ცერცვაძის თქმით, მისი თანამშრომლები რეგულარულად ახორციელებენ მონიტორინგს უკანონობის ფაქტების გამოსავლენად.
„ბოლო პერიოდში განვაახლეთ ჩვენი ტექნიკური ბაზა. სახელწმიფო ტყეებში განთავსებულია ფოტოხაფანგები, რაც კანონდარღვევის გამოვლენის აპრობირებული და ეფექტიანი საშუალებაა. ეროვნული სატყეო სააგენტოსთვის ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლა პრიორიტეტია. ნებისმიერ ფაქტზე კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები ტარდება“, - აღნიშნა ცერცვაძემ.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებშია დაშვებული. ქვეყანაში ხე-ტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.