მოსაზრება: „კინჟალის“ დარტყმა F-16-ის მოლოდინებზე

© photo: Sputnik / Evgeniy Biyatov / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2024
გამოწერა
ევროპელი მეზობლების მისამართით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაკეთებული მკაცრი გაფრთხილების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს დარტყმები ჰიპერბგერითი „კინჟალებითა“ და ფრთოსანი რაკეტებით Х-101- მართვის ცენტრებსა და სარდლობის პუნქტებზე, სადაც ნატოს სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ეს უკრაინული არმიის „ლეგიონერები“გარკვეული დროის მანძილზე თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობდნენ - მიწისქვეშა ბუნკერებში ლვოვის, ხმელნიცკის, ვინიცის ოლქების ტერიტორიაზე. და 29 მაისამდე ემზადებოდნენ F-16 მისაღებად.
ნატოს კოლოსალურ მცდელობებს, უკრაინის დასავლეთით ააშენოს კარგად დაცული ობიექტები და კომუნიკაციები უკრაინული არმიის შენაერთებისა და ნაწილების სამართავად, რუსეთის ჯარების ერთმა კომბინირებულმა დარტყმამ ხაზი გადაუსვა. ჰიპერბგერითმა „კინჟალებმა“ და ფრთოსანმა რაკეტებმა Х-101 იავოროვოს პოლიგონს მიაღწიეს, ასევე მიზნებს ლვოვის ოლქში - სტარიეში, დროგობიჩეში, დუბლიანებში...
იავოროვის პოლიგონი, რომელიც პოლონეთის საზვრიდან 24 კილომეტრში მდებარეობს, და მისი უცხოელი „ბინადრები“, 2022 წლის გაზაფხულზე, რუსეთის შეიარაღბული ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, ძალიან დაშავდნენ.
ამ „უკრაინული არმიის მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრის“ ინფრასტრუქტურას (თავისი საწრთვნელი ბაზით "kill house" სტილში ) აღადგენდნენ დიდხანს და სოლიდური დანახარჯებით, შექმნეს სპეციალური ნაგებობების მთელი კომპლექსი - სამხედრო საჰაერო ძალების სასარდლო პუნქტი, ოთახები უკრაინელი სამხედრო სპეციალისტების სწავლებისათვის და ნატოს 300-ზე მეტი ინსტრუქტორის (სამხედრო მრჩეველების) საცხოვრებელი ფართები.
მიწისქვეშა ბუნკერებში უკრაინელ მფრინავებს ონლაინ რეჟიმში ამზადებდნენ საბრძოლო ფრენებისათვის პოლონეთის ტერიტორიაზე განთავსებულ ნატოს მართვის ცენტრიდან. ვირტუალურად ამუშავებდნენ F-16 -სფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტების გასაშვებათ, უკრაინის გავლით და პოლონურ ტეროდრომზე დაბრუნებით.
რუსეთის მიერ 29 მაისს განხორციელებული დარტყმის შემდეგ, გაჟღერდა მონაცემები, რომ მოკლული იყო 179 და დაიჭრა 200 მეტი ნატოს სამხედრო, რომლებიც ამჟამად გადაჰყავთ პოლონეთსა და გერმანიაში. თურქულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია 300 დაღუპული „ლეგიონერის“ შესახებ - საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან...
უკრაინულ ფრონტზე საბრძოლო მოქმედებებში დაზვერვის უცხოური სპეციალუსტებისა და ზეზუსტი შეიარაღების ოპერატორების მასობრივი მონაწილეობა მოსკოვისათვის საიდუმლო არ არის და ჰიპერბგერითი შეტევები გრძელდება.
ევროპული ქვეყნების მიერ კიევის რეჟიმისათვის დაპირეული 85 გამანადგურებელი F-16 -დან, ბელგია აპირებს გადასცეს 30 მანქანა (2028 წლამდე). ბრიუსელი მონაწილეობს თითმფრინავების მიწოდებისა და უკრაინელი მფრინავების მომზადების ნატოს მრავალეროვნულ პროგრამაში.
მოგვიანებით პროცესს მიუერთდებიან ნიდერლანდები. დანია და ნორვეგია, რომლებიც გადასცემენ, საერთო ჯამში, 30 თვითმფრინავს. რუსეთის ავიაციის, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი საშუალებებისა და შეიარაღების დომინირება სპეცოპერაციის ზონაში უდავოა. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობისას, განადგურებულია უკრაინული არმიის 600-ზე მეტი თვითმფრინავი, რაც თვეში, საშუალოდ, 25 მანქანას შეადენს.
ჰიპოთეტურად, შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინის F-16 განლაგდება პოლონეთისა და რუმინეთის საზღვრების მახლობლად ტერიტორიებზე. მაგრამ ამერიკული სამხედრო სამრეწველო კომპლექსის „პროდუქცია“ ბრძოლის ველზე დიდხანს ვერ ძლებს. ეს დაამტკიცეს ტანკებმა Abrams, Bradley და სხვ. გამონაკლისი არ იქნება არც გამანადგურებლები F-16 და შვედური შორი რადიოლოკაციური აღმოჩენის თვითმფრინავები Saab 340 AEW&C მათ ვერ უშველიან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინისათვის გამანადგურებლების F-16 გადაცემას განიხილავს როგორც ნატოს განზრახ სიგნალს ბირთვულ სფეროში. შეერთებული შტატები ძალიან რისკავენ. ალიანსის ევროპული ქვეყნები კი, რომელთაც გააჩნიათ მწირი, ძალიან კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია, უფსკრულის პირას დგანან.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0