https://sputnik-georgia.com/20240531/axevdnen-binebs-sesxis-arebasi-daxmarebis-sanacvlod-tbilissi-otxi-piri-daakaves-288203684.html
„ახევდნენ“ ბინებს სესხის აღებაში დახმარების სანაცვლოდ: თბილისში ოთხი პირი დააკავეს
„ახევდნენ“ ბინებს სესხის აღებაში დახმარების სანაცვლოდ: თბილისში ოთხი პირი დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T21:08+0400
2024-05-31T21:08+0400
2024-05-31T21:08+0400
საქართველოს პროკურატურა
საქართველო
ახალი ამბები
კრიმინალი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_0:0:2500:1407_1920x0_80_0_0_6c42e6e688ebcb2bc6b253013bde2f83.jpg
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თითქმის 267 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის აღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ისინი მოქალაქეებს ასევე ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ.სამართალდამცველებმა ბრალდებულები 30 მაისს დააკავეს.პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 12 ეპიზოდი) წარედგინა.მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/08/250825000_275:0:2500:1669_1920x0_80_0_0_b16b503de07e4786896a15ddbe132407.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პროკურატურა, საქართველო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
საქართველოს პროკურატურა, საქართველო, ახალი ამბები, კრიმინალი საქართველოში
„ახევდნენ“ ბინებს სესხის აღებაში დახმარების სანაცვლოდ: თბილისში ოთხი პირი დააკავეს
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
თბილისი, 31 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თითქმის 267 ათასი ლარის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ ადამიანს ბრალდება წარუდგინა. ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში საშუამავლო ოფისი გახსნეს და მოქალაქეებს სესხის ხელშეკრულების გაფორმებასა და სესხის აღებაში დახმარებას ჰპირდებოდნენ, სანაცვლოდ კი სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების ჩადებას სთხოვდნენ. ისინი მოქალაქეებს ასევე ჰპირდებოდნენ, რომ თუ სესხის სახით აღებულ თანხას ან თანხის ნაწილს მათ მისცემდნენ, სესხის ხელშეკრულების პროცენტს თავად გადაიხდიდნენ, თანხას კი ბიზნესში ჩადებდნენ და მესაკუთრეს მოგებით დაუბრუნებდნენ. რეალურად ისინი არანაირ ბიზნესს არ აწარმოებდნენ და არც სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტს იხდიდნენ.
„ამგვარად ბრალდებულები მოტყუებით დაეუფლნენ 9 დაზარალებულის კუთვნილ, ჯამში 266.568 ლარს. ასევე დაზარალებულებმა დაკარგეს მათი უძრავი ქონებები”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 30 მაისს დააკავეს.
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (თაღლითობა დიდი ოდენობით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ; 12 ეპიზოდი) წარედგინა.
მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენისა და გამოვლენის მიზნით.