https://sputnik-georgia.com/20240531/---------288193797.html
როგორ იმუშავებს ხვალიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა
როგორ იმუშავებს ხვალიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა
Sputnik საქართველო
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები იცვლება. 31.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-31T18:57+0400
2024-05-31T18:57+0400
2024-05-31T18:57+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/37/238693716_0:0:6017:3385_1920x0_80_0_0_46e9ddd04ae0a45e1ba1eb0b407d5b82.jpg
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.„იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადადის ზაფხულის სამუშაო განრიგზე“, - აცხადებენ კომპანიაში.საბაგირო 1 ივნისიდან მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.გარდა ამისა, თბილისში ასევე ფუნქციონირებს კუს ტბის და ბაგების საბაგირო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23869/37/238693716_0:0:5355:4016_1920x0_80_0_0_d2cd14546eb0cfe52f6ec28426e420be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს
როგორ იმუშავებს ხვალიდან რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები იცვლება.
რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა ზაფხულის სამუშაო განრიგზე გადადის, ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.
„იცვლება რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაო საათები. საბაგირო გზა გადადის ზაფხულის სამუშაო განრიგზე“, - აცხადებენ კომპანიაში.
საბაგირო 1 ივნისიდან მგზავრებს 10:00-დან 24:00 საათამდე მოემსახურება, ნაცვლად 22:00 საათისა.
რიყე–ნარიყალას საბაგირო გზა, რომელიც ევროპის პარკსა და ნარიყალას ციხეს აკავშირებს ერთმანეთთან, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 2012 წლის ივნისიდან შეემატა. საბაგირო გზის სიგრძე 500 მეტრია და შვიდ გონდოლას მოიცავს. თითოეული მათგანი შემინულია, ხოლო ერთი სრულიად გამჭვირვალე. საბაგირო მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებს. საბაგირო დღეში საშუალოდ 2,5 ათას მგზავრს ემსახურება.
გარდა ამისა, თბილისში ასევე ფუნქციონირებს კუს ტბის და ბაგების საბაგირო.