https://sputnik-georgia.com/20240530/saqartvelos-pirveli-adgili-biujetis-gamwvirvalobis-indeqssi-premieris-komentari-288177383.html
საქართველოს პირველი ადგილი ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში - პრემიერის კომენტარი
საქართველოს პირველი ადგილი ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში - პრემიერის კომენტარი
Sputnik საქართველო
ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას ადასტურებს 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T15:42+0400
2024-05-30T15:42+0400
2024-05-30T15:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინიტრო
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, რაც ადასტურებს სახელმწიფო მმართველობისა და პოლიტიკის გამჭვირვალობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.ფინანსთა სამინისტროს თვალსაზრისით, საქართველოს მაღალი რეიტინგი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას ადასტურებს.„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-5 ადგილზე. 2021 წელს ამ ინდექსში საქართველო 21-ე ადგილს იკავებდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ფინანსთა სამინიტრო, ირაკლი კობახიძე
საქართველოს პირველი ადგილი ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსში - პრემიერის კომენტარი
ფინანსთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ საქართველოს მაღალი რეიტინგი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას ადასტურებს
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის, რაც ადასტურებს სახელმწიფო მმართველობისა და პოლიტიკის გამჭვირვალობას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„ზოგადად, რაც შეეხება გამჭვირვალობას საქართველო არის გამორჩეული მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ეს ეხება მათ შორის, საჯარო მოსამსახურეების გამჭვირვალობას, ეს ეხება მთავრობის გამჭვირვალობას. მე პირადად მივიღე გადაწყვეტილება, ყველა სამთავრობო განკარგულების თუ დადგენილების გასაჯაროების თაობაზე და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსიც არის ამის კიდევ ერთი დასტური“, - განაცხადა კობახიძემ.
ფინანსთა სამინისტროს თვალსაზრისით, საქართველოს მაღალი რეიტინგი სახელმწიფოს სწორ პოლიტიკას ადასტურებს.
„საქართველოში საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ბოლო წლების განმავლობაში თანმიმდევრული და სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეყნის რეიტინგმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით, სადაც საქართველომ 21-ე ადგილიდან გადაინაცვლა მე-5 ადგილზე. 2021 წელს ამ ინდექსში საქართველო 21-ე ადგილს იკავებდა.