https://sputnik-georgia.com/20240530/saqartvelos-parlamentma-ceskos-mier-gadawyvetilebebis-mirebis-axali-wesi-daamtkica-288189584.html
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ახალი წესი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ახალი წესი დაამტკიცა
Sputnik საქართველო
ცვლილებები ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T20:02+0400
2024-05-30T20:02+0400
2024-05-31T10:23+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ცესკო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121058_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_9b288b529c79d91240c65ed5bb3d77db.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ამარტივებს.საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამჟამად პარლამენტში სულ 140 დეპუტატია.ცვლილებები ითვალისწინებს ასევე ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.კერძოდ, იმავე სხდომაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს სრული შემადგენლობის ნახევრის მხარდაჭერა.საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგებს, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას.კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ შემოღებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტურ ფუნქციონირებას და მის მუშაობაში დაბრკოლებების აღკვეთას.კანონპროექტი ძალაში რომ შევიდეს, მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. თუ ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, მაშინ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ უყაროს პროექტს კენჭი და ვეტო დაძლიოს. თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260121058_87:0:1226:854_1920x0_80_0_0_8bda3b1dbcfe40067c6c046014105b85.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ცესკო, საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტმა ცესკოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების ახალი წესი დაამტკიცა
20:02 30.05.2024 (განახლებულია: 10:23 31.05.2024) ცვლილებები ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი თვით ადრე საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილებების მიღებას ამარტივებს.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ ცვლილებებს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. ამჟამად პარლამენტში სულ 140 დეპუტატია.
ცვლილებები ითვალისწინებს ასევე ე.წ. ანტიჩიხური მექანიზმის შექმნას იმ შემთხვევის მოსაწესრიგებლად, როდესაც ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ცესკოს ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერა.
კერძოდ, იმავე სხდომაზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი იქნება ცესკოს სრული შემადგენლობის ნახევრის მხარდაჭერა.
საუბარია ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ეხება ქვედა რგოლის საარჩევნო კომისიების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმებას, მათ შორის, საარჩევნო ოლქის/უბნის შედეგებს, საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემოსული პაკეტების გახსნას და ბიულეტენების გადათვლას.
კანონპროექტის ავტორებმა განმარტეს, რომ შემოღებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ცესკოს ეფექტურ ფუნქციონირებას და მის მუშაობაში დაბრკოლებების აღკვეთას.
კანონპროექტი ძალაში რომ შევიდეს, მას პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი. თუ ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, მაშინ პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ უყაროს პროექტს კენჭი და ვეტო დაძლიოს. თუ პრეზიდენტი ამჯერადაც უარს იტყვის კანონპროექტის ხელმოწერაზე, ამის გაკეთება პარლამენტის თავმჯდომარეს შეუძლია.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება.