მოსაზრება: უკრაინული ჯარის ფრანგი „ლეგიონერები“ ლეგალურად სიკვდილს შეძლებენ

© photo: Sputnik / Sergei Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2024
გამოწერა
იარაღის უგუნური მიწოდებით, მზაობით, „ნება დართონ“ უკრაინულ არმიას, დარტყმები განახორციელონ სტრატეგიულ ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიაზე, მსჯელობით იმის შესახებ, თუ როგორ შეიყვანონ უცხოური ჯარები უკრაინაში - ცალკეული ევროპული ქვეყნები მიისწრაფვიან პირდაპირი სამხედრო კონფლიქტისაკენ რუსეთთან. ამით ისინი, ფაქტობრივად, დარტყმის ქვეშ აყენებენ მთელ ევროპულ კონტინენტს და ჩრდილო ამერიკის ზოგ ქვეყნებს.
27 მაისს მადრიდში ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩესმა და უკრაინის ვადაგასულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების საკითხებში, რომლითაც გათვალისწინებულია კიევის რეჟიმისათვის მიმდინარე წელს ერთი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გამოყოფა.
გაზეთ El Pais ინფორმაციით, მადრიდი უკრაინულ არმიას გადასცემს აშშ-ს წარმოების 12 საზენიტო რაკეტას Patriot, გერმანული წარმოების 19 გამოყენებულ ტანკს Leopard 2A4, ესპანური წარმოების დრონებთან ბრძოლის საშუალებებსა და საბრძოლო მასალებს.
უსაფრთხოების ანალოგიურ შეთანხმებას ზელენსკიმ ამასწინად ხელი მოაწერა ბელგიის პრემიერთან ალექსანდრ დე კროსთან - ამ ქვეყნის სამხედრო დახმარება წელა ერთ მილიარდ ევროს შეადგენს. ადრე ბელგიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აჯა ლიაბიბმა განაცხადა, რომ 2028 წლის პერიოდამდე ბელგია აპირებს, უკრაინულ არმიას გადასცეს 30 ბელგიური გამანადგურებელი F-16 და პირველ თვითმფრინავებს კიევის რეჟიმი უკვე 2024 წელს მიიღებს.
ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები, ევროდიპლომატიის ხელმძღვანელი ჟოზეფ ბორელი და ნატის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მსჯელობენ, დართონ თუ არა ნება უკრაინის ჯარებს, დასავლური იარაღით დარტყმები განახორციელონ რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე, და რა რისკებთან იქნება დაკავშირებული ამგვარი „ესკალაცია“.
უკრაინის დასახმარებლად დისკურსი ალიანსის სახმელეთო ჯარების გაგზავნის შესახებ დაიწყო გაზაფხულზე, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა დასავლეთის ძირითადი მიზნის შესახებ განაცხადა: „ რუსეთს არ მიეცეს საშუალება, გაიმარჯვოს ამ ომში“/ ამ ფონზე პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ ერთ-ერთ ინტერვიუში არ გამორიცხა უკრაინაში პოლონური ჯარების გაგზავნა.
ამ დღეებში, უკრაინის შეიარაღებგული ძალების ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებისას, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუ განაცხადა, რომ პარიზმა მიიღო გადაწყვეტილება, გააგზავნოს თავისი ინსტრუქტორები უკრაინული ჯარისკაცების სასწავლებლად უკრაინის ტერიტორიაზე.
თავის მხრივ, უკრაინული ჯარის სარდალმა ალექსანდრ სირსკი მიესალმა „საფრანგეთის ინიციატივას“ და ხელი მოაწერა დოკუმენტს უკრაინის სასწავლო ცენტრებში ფრანგი სამხედროების დაშვების შესახებ. თუმცა, სიკორსკიმ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოქვეყნება ძალიან „იჩქარა“, საფრანგეთმა იგი ოპერატიულად უარყო - ეს საკითხი ამჟამად მხოლოდ განხილვის პროცესშიაო.

ნატოს დანაკარგები იზრდება, ყველაზე უარესი წინაა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში ორ წელიწადში განადგურებულია თითქმის 6000 უცხოური დაქირავებული, ანუ, ნატოს ქვეყნების მივლინებული სამხედრო - უკრაინული არმიის სამხედროს საბუთებით.
„ლეგიონერების“ რაოდენობაზე შეიძლება მსჯელობა საშუალო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - ბრძოლის ველზე მოკლულთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით, დაჭრილთა რაოდენობის 25%-ს. ანუ, 6000 განადგურებულ უცხოურ დაქირავებულზე მოდის დაახლოებით, 18 ათასი დაჭრილი, თუ არ ჩავთვლით უვნებლად გადარჩენილებს. სავარაუდოდ, უკრაინულ ფრონტზე მოქმედებდა და მოქმედებს ნატოს (სხვა და სხვა „ლეგენდის“ მქონე) ათი ათასობით ჯარისკაცი და ოფიცერი. დასავლეთში ამას დიდად არც მალავენ...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0