https://sputnik-georgia.com/20240530/kobaxize-fasisturi-bulingi-qartuli-ocnebis-wevrebs-ar-asinebs-288189034.html
კობახიძე: ფაშისტური ბულინგი „ქართული ოცნების“ წევრებს არ აშინებს
კობახიძე: ფაშისტური ბულინგი „ქართული ოცნების“ წევრებს არ აშინებს
Sputnik საქართველო
„გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები მის ინიციატორებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებენ 30.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-30T21:02+0400
2024-05-30T21:02+0400
2024-05-31T08:22+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_215:338:1055:811_1920x0_80_0_0_c31adfdb9a31b83c51ba00a88af4671a.jpg
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ ფაშისტური ბულინგის, რომელიც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების გამო წამოიწყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს უცხოური სატელეფონო ნომრებიდან ურეკავდნენ უცნობი ადამიანები და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, კანონპროექტის ოპონენტებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც დააინიცირეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, და მოუწოდეს მათთან დარეკვისა და შეურაცხყოფის მიყენებისკენ.მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.პრემიერის თქმით, ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. „განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, - განაცხადა კობახიძემ.„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება კანონპროექტის მოწინააღმდეგებთან განხორციელებული შეურაცხმყოფელი ზარების ფაქტების გამოძიება, პრემიერმა ყველას მოუწოდა იხელმძღვანელონ ერთიანი სტანდარტებით.ირაკლი კობახიძე: „მაიდანს“ ვერავინ ეღირსება საქართველოში>>მისი თქმით, ოპოზიციურ მედიას სულაც არ გამოუხატავს შეშფოთება ქსელში დეპუტატების სატელეფონო ნომრების გავრცელების გამო.„ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს“, - აღნიშნა კობახიძემ.„გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები მის ინიციატორებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებენ.სკანდალური კანონპროექტი„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288180223_241:327:941:852_1920x0_80_0_0_f3ef364f338416a0b16d385652a83bfb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კობახიძე: ფაშისტური ბულინგი „ქართული ოცნების“ წევრებს არ აშინებს
21:02 30.05.2024 (განახლებულია: 08:22 31.05.2024) „გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები მის ინიციატორებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებენ
თბილისი, 30 მაისი – Sputnik. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს არ ეშინიათ ფაშისტური ბულინგის, რომელიც „რადიკალურმა ოპოზიციამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხების გამო წამოიწყო, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების პარალელურად, აქტივისტებს და პოლიტიკოსებს უცხოური სატელეფონო ნომრებიდან ურეკავდნენ უცნობი ადამიანები და შეურაცხყოფას აყენებდნენ. თავის მხრივ, კანონპროექტის ოპონენტებმა სოციალურ ქსელებში გაავრცელეს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატების ტელეფონის ნომრები, რომლებმაც დააინიცირეს და მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, და მოუწოდეს მათთან დარეკვისა და შეურაცხყოფის მიყენებისკენ.
„რადიკალური ოპოზიცია ძალიან მძიმედ დამარცხდა. ეს არის უსუსური მცდელობა, რომ სახე შეინარჩუნონ, სახე საკუთარი მხარდამჭერებისთვის, თუმცა ეს ყველაფერი ვერ იქნება წარმატებული“, - განაცხადა პრემიერმა.
მმართველ პარტიაში „რადიკალურ ოპოზიციად" და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად" მოიხსენიებენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „ლელოს საქართველოსთვის“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“, „ახალს“, „დროას“.
პრემიერის თქმით, ამ ლიბერალური ფაშიზმის არავის ეშინია. „განსაკუთრებით ჩვენი გუნდის წევრებს არ ეშინიათ ასეთი ფაშისტური ბულინგის“, - განაცხადა კობახიძემ.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ ხდება კანონპროექტის მოწინააღმდეგებთან განხორციელებული შეურაცხმყოფელი ზარების ფაქტების გამოძიება, პრემიერმა ყველას მოუწოდა იხელმძღვანელონ ერთიანი სტანდარტებით.
„აქედან გამომდინარე, ყველას მოვუწოდებ, ნუ იმოქმედებენ ორმაგი სტანდარტით, ჰქონდეთ ერთმაგი სტანდარტი. ნებისმიერი ასეთი აქტი, ნებისმიერი ზეწოლა, ბულინგი არის აბსოლუტურად მიუღებელი როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან. შესაბამისად, ყველა უნდა გაემიჯნოს ასეთი ტიპის აქტებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციურ მედიას სულაც არ გამოუხატავს შეშფოთება ქსელში დეპუტატების სატელეფონო ნომრების გავრცელების გამო.
„ეს ყველაფერი შესწავლას საჭიროებს“, - აღნიშნა კობახიძემ.
„გამჭვირვალობის“ კანონის მოწინააღმდეგეები მის ინიციატორებს სამშობლოს მოღალატეებს უწოდებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა აშშ-ისა და ევროკავშირის სხვა და სხვა სტრუქტურებისგან კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების გამო. კანონპროექტის მოწინააღმდეგე წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
სამშაბათს, 28 მაისს, მას შემდეგ რაც პარლამენტმა დაძლია პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტზე, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
ევროკავშირმა უკვე დაიწყო იმ სათანადო ზომების განხილვა, რომლებსაც ივნისში კანონის ამოქმედების შემთხვევაში მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი აწესებს სავიზო შეზღუდვის პოლიტიკას იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.