https://sputnik-georgia.com/20240529/vice-spikeri-prezidentis-iniciativa-xalxis-sheuracxopaa-288169251.html
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტის ინიციატივა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტის ინიციატივა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა რეფერენდუმის თაობაზე განცხადება პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ გააკეთა 29.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-29T21:48+0400
2024-05-29T21:48+0400
2024-05-29T21:48+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
საქართველოს პარლამენტი
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_0:102:1620:1014_1920x0_80_0_0_084e5148a4aa66ae222e4989fea37c63.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია ხალხისთვის, რომელმაც არჩევანი უკვე გააკეთა ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზე კომენტარისას.28 მაისს, სამშაბათს, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ზურაბიშვილმა სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს. პრეზიდენტი, ისევე როგორც ოპოზიცია, მას „რუსულ კანონს“ უწოდებს. ევროკავშირმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.მისი თქმით, თუ „რადიკალური ოპოზიცია“ მხარს დაუჭერს რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას, ეს ნიშნავს, რომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.პრეზიდენტის ინიციატივის წინააღმდეგ უკვე გააკეთა განცხადება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაში უკვე გაწერილია.საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/09/06/270136534_118:0:1558:1080_1920x0_80_0_0_96480bb0611f60d4b66f4b9bd1cbe0bb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტის ინიციატივა ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა
ზურაბიშვილმა რეფერენდუმის თაობაზე განცხადება პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ გააკეთა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების შესახებ შეურაცხმყოფელია ხალხისთვის, რომელმაც არჩევანი უკვე გააკეთა ევროატლანტიკური კურსის სასარგებლოდ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივაზე კომენტარისას.
28 მაისს, სამშაბათს, პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ზურაბიშვილმა სკანდალური კანონის მოწინააღმდეგეებს მოუწოდა ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩასატარებლად შეაგროვონ ხელმოწერები და მას მიუტანონ, რათა ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტს. პრეზიდენტი, ისევე როგორც ოპოზიცია, მას „რუსულ კანონს“ უწოდებს. ევროკავშირმა და აშშ-მ განაცხადეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონით ქვეყანა ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დააშორა.
„ეს შეკითხვა, რაც დაისვა თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ და ხალხმა უკვე ჩავწერეთ კონსტიტუციაში, რომ ჩვენი ქვეყნის არჩევანი არის ევროპული და ევროატლანტიკური", - განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, თუ „რადიკალური ოპოზიცია“ მხარს დაუჭერს რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას, ეს ნიშნავს, რომ იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს.
„ამ საპროტესტო აქციების შემდეგ რატომღაც რადიკალურ ოპოზიციასა და სალომე ზურაბიშვილს რჩებათ კითხვა თუ რა სურს ქართველ ხალხს. ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს ეს კითხვა, ისევე როგორც ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას", - განაცხადა თალაკვაძემ.
პრეზიდენტის ინიციატივის წინააღმდეგ უკვე გააკეთა განცხადება ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. მისი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი კონსტიტუციაში უკვე გაწერილია.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია პარლამენტის, მთავრობის ან არანაკლებ 200 ათასი ამომრჩევლის მოთხოვნით დანიშნოს რეფერენდუმი მისი დანიშვნის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.