https://sputnik-georgia.com/20240529/saqartvelos-ziudos-nakrebi-parizshi-olimpiadaze-iasparezebs-288158773.html
ძიუდო: საქართველო ოლიპიადაზე გუნდურ ტურნირზე პირველად იასპარეზებს
ძიუდო: საქართველო ოლიპიადაზე გუნდურ ტურნირზე პირველად იასპარეზებს
Sputnik საქართველო
ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს 29.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-29T12:19+0400
2024-05-29T12:19+0400
2024-05-29T12:19+0400
საქართველო
სპორტი
საფრანგეთი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276137453_0:0:2953:1662_1920x0_80_0_0_f52ff7d7f8fc6efc4c039be859f4a7b7.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს შერეულმა ნაკრებმა, რომელშიც ექვს წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქალი და მამაკაცი სპორტსმენები შედიან, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია პირველად მოიპოვა - ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.პარიზში შეჯიბრებები ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მეორე დღეს დაიწყება. 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ერთ წონით კატეგორიაში ინდივიდუალური შეჯიბრებები ყოველ დღე ჩატარდება, 3 აგვისტოს კი შერეული გუნდური შეჯიბრებები გაიმართება.ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება. ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.
საქართველო
საფრანგეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276137453_7:0:2738:2048_1920x0_80_0_0_e5876d3db98d575b7dbf547496d138d8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საფრანგეთი , ახალი ამბები
ძიუდო: საქართველო ოლიპიადაზე გუნდურ ტურნირზე პირველად იასპარეზებს
ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს შერეულმა ნაკრებმა, რომელშიც ექვს წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქალი და მამაკაცი სპორტსმენები შედიან, ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად ლიცენზია პირველად მოიპოვა - ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისს გაიხსნება, ნათქვამია საქართველოს ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.
პარიზში შეჯიბრებები ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის მეორე დღეს დაიწყება. 27 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ერთ წონით კატეგორიაში ინდივიდუალური შეჯიბრებები ყოველ დღე ჩატარდება, 3 აგვისტოს კი შერეული გუნდური შეჯიბრებები გაიმართება.
ძიუდოს ფედერაცია ოლიმპიური ნაკრების პრეზენტაციას 30 მაისს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ის სპორტსმენები, რომლებიც პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ღირსებას დაიცავენ.
2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში გაიმართება. 32 სახეობაში მედლის მოსაპოვებლად 206 ქვეყნის 10,5 ათასი სპორტსმენი იბრძოლებს.
საკვალიციკაციო შეჯიბრებები, რომლის ფარგლებშიც თამაშების მომავალი მონაწილეები შეირჩევიან, ოფიციალურად 23 ივნისს დასრულდება.
ტოკიოს წინა ოლიმპიადაზე, რომელიც პანდემიის გამო არა 2020 წელს, არამედ 2021 წელს გაიმართა, ქართველმა სპორტსმენებმა რვა მედალი მოიპოვეს - ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო ძიუდოში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში.
რვა მედლიდან ნახევარი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს. ლაშა ბექაურმა (-90 კგ) ოქრო მოიპოვა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ვერცხლი, გურამ თუშიშვილმა და ვაჟა მარგველაშვილმა (+100 და 66 კგ) კი ბრინჯაოს მედლები აიღეს.