როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე – ახალი სტატისტიკა

© Rustavi City Hallსაწარმო Serpens-ი
საწარმო Serpens-ი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2024
გამოწერა
აპრილში 2024 წლის მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,8%-ით გაიზარდა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2024 წლის აპრილში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების შემცირებამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 0,9%-ით, მათ შორის ფასები სურსათზე შემცირდა – 0,3%–ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები გაიზარდა 9,%-ით.
2024 წლის აპრილში 2024 წლის მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,8%-ით გაიზარდა, იუწყება „საქსტატი".
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აპრილში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4,8%-ით გაიზარდა.
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 12,5%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში 2,6%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,7%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას განაგრძობს>>>
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 21,8%-ით გაიზარდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 5,5%-ით, მათ შორის სასურსათო პროდუქციაზე - 30,3%-ით.
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 0,6%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 4,4%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2024 წლის აპრილში 1,5% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). ამასთან, წლის მანძილზე სურსათზე ფასები 1,4%-ით შემცირდა. 2024 წლის აპრილში 2024 წლის მარტთან შედარებით ინფლაციის დონემ 0,3% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0