პარლამენტმა ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2024
გამოწერა
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა დეპუტატმა
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონზე, რომლებიც ითვალისწინებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაგროვილი საგადასახადო დავალიანებების და საურავების ჩამოწერას, ასევე საგადასახადო შეღავათებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანისას, პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა ერთმა დეპუტატმა - კანონმდებლებმა 64 ხმით (1 წინააღმდეგი) ჩააგდეს აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები.
საქართველოს პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით 19 აპრილს დაამტკიცა. ოპოზიციამ გააკრიტიკა ცვლილებები და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კრიმინალურ და სპეცსამსახურების ფულს მოიზიდავს, გაართულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და ზიანს მიაყენებს მის რეპუტაციას. ასევე, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიღება ხდება იმისთვის, რომ ქართველმა მილიარდერმა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა თავიდან აიცილოს დასავლეთის შესაძლო სანქციები. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან თანხების გადმოტანა ხორციელდება საერთაშორისო სისტემების მეშვეობით, რომლებიც აკონტროლებენ სანქციების დაცვას.
საუბარია მხოლოდ იმ აქტივებზე, რომლებიც ქართულ საწარმოებს 2028 წლის 1-ელ იანვრამდე გადაეცემათ იმ პირობით, რომ საქართველოში და ოფშორებში არსებული აქტივების 100 პროცენტი ერთი და იგივე კომპანიის ან პირის საკუთრებაშია.
კანონპროექტის თანახმად, ოფშორული კომპანიებიდან აქტივების გადაცემისას მიმღები ქართული კომპანია თავისუფლდება ამ აქტივზე იმპორტის გადასახადისგან, თუ ოპერაცია 2028 წლის 1-ელ იანვრამდე დასრულდება.
ამასთან, ასეთ ტრანზაქციაში მონაწილე საწარმო ოფშორული კომპანიისგან საქართველოში ფიზიკური აქტივის მიღებისას 2030 წლის 1-ელ იანვრამდე იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლდება.
ყველა ახალი ამბავი
0