https://sputnik-georgia.com/20240529/meria-gapantuli-sklerozis-mkurnalobas-apinansebs-288163070.html
რა უჯდება მერიას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობა?
რა უჯდება მერიას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობა?
Sputnik საქართველო
სახელმწიფო სკლეროზის სამკურნალო ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს. 29.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-29T14:21+0400
2024-05-29T14:21+0400
2024-05-29T14:21+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ჯანდაცვა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_05dbf3921452d27844084734a3400be6.jpg
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში, დაახლოებით, 25 ათას ლარს გამოყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა - გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.მისი განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.თბილისის მერის განცხადებით, პროგრამის ბენეფიციარები 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით კი დაფინანსება 60 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი". 2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23487/02/234870202_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9ddd8659c9a0ff63d87335a8ee52eeb8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ჯანდაცვა საქართველოში, ახალი ამბები
რა უჯდება მერიას გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მკურნალობა?
სახელმწიფო სკლეროზის სამკურნალო ორი სახის მედიკამენტს, ასევე, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. დედაქალაქის მერია გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე თითოეული ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, წელიწადში, დაახლოებით, 25 ათას ლარს გამოყოფს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა - გაფანტული სკლეროზი ქრონიკული აუტოიმუნური, ნერვული სისტემის ქრონიკული პროგრესირებადი დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს თავისა და ზურგის ტვინში დემიელინიზაციის კერების განვითარება. გაფანტული სკლეროზი ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარების უშუალო მიზეზი უცნობია.
მისი განმარტებით, მერია სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ორი სახის მედიკამენტს, ასევე თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიას აფინანსებს.
„ერთი ბენეფიციარის მედიკამენტებისა და კვლევების დასაფინანსებლად, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ბიუჯეტში წელიწადში, დაახლოებით, 25 ათასი ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის განცხადებით, პროგრამის ბენეფიციარები 15-დან 60 წლის ჩათვლით თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები არიან, დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით კი დაფინანსება 60 წელს ზემოთ მოქალაქეებსაც შეეხო.
დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების" პროგრამა 2021 წელს დაიწყო. თავდაპირველად ფინანსდებოდა ორი სახეობის ძვირადღირებული მედიკამენტი „ოკრელიზუმაბი" და „ფინგოლიმოდი".
2022 წელს კი მედიკამენტებს თავის ტვინის ან/და ხერხემლის და ზურგის ტვინის მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება დაემატა.