https://sputnik-georgia.com/20240528/vice-spikeri-zurabishvils-unda-gaxdes-neo-saakashvili-288139503.html
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს სურს გახდეს „ნეო-სააკაშვილი“
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს სურს გახდეს „ნეო-სააკაშვილი“
Sputnik საქართველო
სალომე ზურაბიშვილმა მორალის გზიდან გადაუხვია, მიაჩნია „ქართული ოცნების" დეპუტატს. 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T18:53+0400
2024-05-28T18:53+0400
2024-05-28T18:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440177_0:0:3100:1743_1920x0_80_0_0_d2d18de1b96dad236a35b1c8c1863936.jpg
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ დრომდე იმიტომ არ შეიწყალა მისი წინამორბედი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და საზოგადოებას „ქართული ქარტია“ შესთავაზა, რადგანაც სურს გახდეს „ნეო-სააკაშვილი“ და მისი ადგილი დაიკავოს ოპოზიციის რიგებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს, რადგანაც „ეს არ სურს ქართველ ხალხს".მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი მართალი იყო ქარტიის ერთ-ერთ პუნქტში, როცა განაცხადა, რომ მის ქვეშ ნამდვილად „სხვა“ პოლიტიკოსები გაერთიანდებიან, რომლებიც ჩამოაყალიბებენ „სხვა“ პარლამენტს და მთავრობას.ვიცე-სპიკერის განმარტებით, საქართველოს არაერთხელ დაუმარცხებია მტერი და ამიტომაც დაამარცხებს „ომის ქარტიასაც“, და „ომის პარტიასაც“.ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე ხელის მოსაწერად მზადყოფნა გამოთქვეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება",„ ლელო საქართევლოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „მოქალაქეები".ამ ეტაპზე „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“. რაც შეეხება საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას, თუმცა, არსებობს დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა.„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგანროგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.ქარტიის ძირითადი პუნქტები:1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283440177_0:0:2640:1980_1920x0_80_0_0_dd76ebdc5ad2a20cae809bb758b861fe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
ვიცე-სპიკერი: პრეზიდენტ ზურაბიშვილს სურს გახდეს „ნეო-სააკაშვილი“
სალომე ზურაბიშვილმა მორალის გზიდან გადაუხვია, მიაჩნია „ქართული ოცნების" დეპუტატს.
თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ დრომდე იმიტომ არ შეიწყალა მისი წინამორბედი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და საზოგადოებას „ქართული ქარტია“ შესთავაზა, რადგანაც სურს გახდეს „ნეო-სააკაშვილი“ და მისი ადგილი დაიკავოს ოპოზიციის რიგებში, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა პლენარულ სხდომაზე.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს შესთავაზა „ქართულ ქარტიაზე" ხელი მოაწერონ და ამით აიღონ ვალდებულება 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააუქმონ კანონები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის ევროპულ კურსს, რეფორმები გაატარონ სასამართლო და სხვა სფეროებში და ასევე ჩაატარონ ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება სააკაშვილის შეწყალებას, ზურაბიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს ექს-პრეზიდენტს, რადგანაც „ეს არ სურს ქართველ ხალხს".
„ახლა, ალბათ, ყველაზე მეტად ვინც უნდა ინერვიულოს, მიშა სააკაშვილია, რომელიც, თურმე, ამდენი ხანი იმიტომ კი არ შეიწყალეთ ქალბატონო სალომე, რატომაც ჩვენ და საზოგადოებას გვეგონა, არამედ, იმიტომ რომ უბრალოდ, მისი ადგილის დაკავება გსურდათ. გილოცავთ, გზა და მორალაცდენილი ოპოზიციის ნეო-სააკაშვილობას“, - განაცხადა წილოსანმა.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატის თქმით, პრეზიდენტი მართალი იყო ქარტიის ერთ-ერთ პუნქტში, როცა განაცხადა, რომ მის ქვეშ ნამდვილად „სხვა“ პოლიტიკოსები გაერთიანდებიან, რომლებიც ჩამოაყალიბებენ „სხვა“ პარლამენტს და მთავრობას.
„ნეო-სააკაშვილმა თქვა, რომ ეს იქნება სხვა ადამიანების გაერთიანება და გეთანხმებით, ნამდვილად სხვანაირები ხართ, უსახური და უსულო მარიონეტები... როცა შენი პოლიტიკა სრულად დაცლილია ყოველგვარი ადამიანური საწყისებისაგან, უალტერნატივო კოლაფსი გარანტირებულია, ეს აჩვენა ბოლო კვირებმაც”,- განაცხადა წილოსანმა.
ვიცე-სპიკერის განმარტებით, საქართველოს არაერთხელ დაუმარცხებია მტერი და ამიტომაც დაამარცხებს „ომის ქარტიასაც“, და „ომის პარტიასაც“.
ზურაბიშვილის ახალ ინიციატივაზე ხელის მოსაწერად მზადყოფნა გამოთქვეს პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", "ახალი", „დროა", „გირჩი-მეტი თავისუფლება",„ ლელო საქართევლოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „მოქალაქეები".
ამ ეტაპზე „ქარტიის" ხელმოწერაზე უარი განაცხადა პარტია „გირჩმა“. რაც შეეხება საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“, პარტიის წევრის, პარლამენტის დეპუტატ მიხეილ დაუშვილის თქმით, ისინი მხარს უჭერენ რეფორმების გატარებას, თუმცა, არსებობს დამატებითი კონსულტაციების გამართვის აუცილებლობა.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.