https://sputnik-georgia.com/20240528/ruset-ukrainis-konfliqti-288135444.html
მოსაზრება: რუსეთის შეტევის შეუქცევადობა
მოსაზრება: რუსეთის შეტევის შეუქცევადობა
Sputnik საქართველო
კონფლიქტის ინიციატორები და სპონსორები - აშშ და ნატო - სტრატეგიულ ჩიხში იმყოფებიან. უკრაინული პროქსი-არმია დეგრადირებს, ხოლო დასავლური ჯარები, არსენალები და... 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T14:10+0400
2024-05-28T14:10+0400
2024-05-28T14:11+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287518705_0:163:2470:1552_1920x0_80_0_0_89bf9243206ad91dbe9674fa1fc0ae96.jpg
კონფლიქტის ინიციატორები და სპონსორები - აშშ და ნატო - სტრატეგიულ ჩიხში იმყოფებიან. უკრაინული პროქსი-არმია დეგრადირებს, ხოლო დასავლური ჯარები, არსენალები და რესურსები აღარ ტოვებენ იმის იმედს, რომ რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესაძლებელია წარმატების მიღწევა.რუსული ჯარების მაისის შეტევა გეგმაზომიერად ანადგურებს უკრაინელების პოზიციებს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, ათავისუფლებს ბანდერეველებისგან ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.კერძოდ, ხარკოვის ოლქში ჯარების დაჯგუფება „სევერი“ წარმატებით მიიწევს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში , ვოლჩანსკის, ლიპცის, გრანოვის და კონსტანტინოვკის მახლობლად. დონბასში გრძელდება ბრძოლები კრასნოგოროვკის ცენტრალურ უბნებში. უკრაინის არმიის გენშტაბი იძულებული გახდა ხარკოვთან სხვა მიმართულებებიდან გადაესროლა ბრიგადები, დაეწვა უკანასკნელი რეზერვები, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინის თავდაცვის უბნებს დონბასსა და ზაპოროჟიეში.უკრაინის არმიის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, პროცესი ობიექტურად შეუქცევადია და ამას კიევში და ვაშინგტონში უკვე არც უარყოფენ...რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია უკრაინის არმიის 603 თვითმფრინავი, 274 ვერტმფრენი, 24700 უპილოტო საფრენი აპარატი, 524 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 16 ათასზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 11 ათასი საარტილერიო იარაღი, ნატოს მიერ მოწოდებულის ჩათვით.რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი წარმადობა აჩვენებს, რომ შეტევის სისწრაფე თვითმიზანი კი არა, არამედ უკრაინის ( და ასევე ევროპისა და ჩრდილო ამერიკის აგრესიული სახელმწიფოების მთელი ჯგუფის) დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სტრატეგიის ნაწილია.ნატოს არჩევანი, რომელიც არ არსებობსუკრაინული ჯარის მდგომარეობა ბრძოლის ველზე პენტაგონსა და ნატოს არანაირი ოპტიმიზმის საბაბს არ უტოვებს. უკრაინულ ფრონტზე შეცდომებისა და მარცხის მთელი სერიის შემდეგ, დასავლეთი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა : დაასრულოს რუსეთთან პროქსი-ომი, აშშ- სა და დასავლეთისათვის დამამცირებელი პირობებით, თუ უგუნურად გააგრძელოს კონფლიქტი და გადაისროლოს უკრაინაში უცხოური ჯარების კონტინგენტი...აზრები გაიყო. ალიანსის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა საეჭვოა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად იარაღის რაოდენობა საკმარისი აქვთ. მოსკოვი იძულებული იქნება მკაცრად და ძალიან ხისტად ჩაახშოს ნატოს ჯარების აქტივობები უკრაინულ ფრონტზე ან „ბალტიის ფრონტზე“.შემთხვევითი არაა, რომ 21 მაისიდან რუსეთისა და ბელარუსის ჯარები სწავლებებს ატარებენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში...უკრაინის თვითმარქვია (20 მაისის შემდეგ) პრეზიდენტი ზელენსკიც კი აცნობიერებს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობაში „კარს ნახევრად ღიას“ ტოვებენ, იმ შემთხვევისთვის, თუ „უკრაინამ უცებ ომი წააგო“. ვითომ. იმთავითვე რაღაც სხვა ვარიანტები იყო შესაძლებელი.ილუზიებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს, დასავლეთის ურყევი (ავღანეთში სამარცხვინო კრახის შემდეგადაც კი) აზრი იმის თაობაზე, რომ მათ სამხედრო უპირატესობა გააჩნიათ, განაპირობებს მხოლოდ გარდაუვალ მარცხს რუსეთთან პროქსი-კონფლიქტში ან პირდაპირ ომში.ახალი სამყაროს პირობებს განსაზღვრავს გამარჯვებული...რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/17/287518705_93:0:2378:1714_1920x0_80_0_0_ff582820358cabe27ef964b7be6aa123.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა
კონფლიქტის ინიციატორები და სპონსორები - აშშ და ნატო - სტრატეგიულ ჩიხში იმყოფებიან. უკრაინული პროქსი-არმია დეგრადირებს, ხოლო დასავლური ჯარები, არსენალები და რესურსები აღარ ტოვებენ იმის იმედს, რომ რუსეთთან პირდაპირ სამხედრო დაპირისპირებაში შესაძლებელია წარმატების მიღწევა.
რუსული ჯარების მაისის შეტევა გეგმაზომიერად ანადგურებს უკრაინელების პოზიციებს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე, ათავისუფლებს ბანდერეველებისგან ახალ ტერიტორიებსა და დასახლებულ პუნქტებს.
კერძოდ, ხარკოვის ოლქში ჯარების დაჯგუფება „სევერი“ წარმატებით მიიწევს მოწინააღმდეგის თავდაცვის სიღრმეში , ვოლჩანსკის, ლიპცის, გრანოვის და კონსტანტინოვკის მახლობლად. დონბასში გრძელდება ბრძოლები კრასნოგოროვკის ცენტრალურ უბნებში. უკრაინის არმიის გენშტაბი იძულებული გახდა ხარკოვთან სხვა მიმართულებებიდან გადაესროლა ბრიგადები, დაეწვა უკანასკნელი რეზერვები, რამაც დიდი პრობლემები შეუქმნა უკრაინის თავდაცვის უბნებს დონბასსა და ზაპოროჟიეში.
უკრაინის არმიის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება, პროცესი ობიექტურად შეუქცევადია და ამას კიევში და ვაშინგტონში უკვე არც უარყოფენ...
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან განადგურებულია უკრაინის არმიის 603 თვითმფრინავი, 274 ვერტმფრენი, 24700 უპილოტო საფრენი აპარატი, 524 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი, 16 ათასზე მეტი ტანკი და სხვა ჯავშანმანქანა, 11 ათასი საარტილერიო იარაღი, ნატოს მიერ მოწოდებულის ჩათვით.
რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი წარმადობა აჩვენებს, რომ შეტევის სისწრაფე თვითმიზანი კი არა, არამედ უკრაინის ( და ასევე ევროპისა და ჩრდილო ამერიკის აგრესიული სახელმწიფოების მთელი ჯგუფის) დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სტრატეგიის ნაწილია.
ნატოს არჩევანი, რომელიც არ არსებობს
უკრაინული ჯარის მდგომარეობა ბრძოლის ველზე პენტაგონსა და ნატოს არანაირი ოპტიმიზმის საბაბს არ უტოვებს. უკრაინულ ფრონტზე შეცდომებისა და მარცხის მთელი სერიის შემდეგ, დასავლეთი რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა : დაასრულოს რუსეთთან პროქსი-ომი, აშშ- სა და დასავლეთისათვის დამამცირებელი პირობებით, თუ უგუნურად გააგრძელოს კონფლიქტი და გადაისროლოს უკრაინაში უცხოური ჯარების კონტინგენტი...
აზრები გაიყო. ალიანსის ჯარების საბრძოლო მზადყოფნა საეჭვოა, მაგრამ მესამე მსოფლიო ომის დასაწყებად იარაღის რაოდენობა საკმარისი აქვთ. მოსკოვი იძულებული იქნება მკაცრად და ძალიან ხისტად ჩაახშოს ნატოს ჯარების აქტივობები უკრაინულ ფრონტზე ან „ბალტიის ფრონტზე“.
შემთხვევითი არაა, რომ 21 მაისიდან რუსეთისა და ბელარუსის ჯარები სწავლებებს ატარებენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაში...
უკრაინის თვითმარქვია (20 მაისის შემდეგ) პრეზიდენტი ზელენსკიც კი აცნობიერებს, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ურთიერთობაში „კარს ნახევრად ღიას“ ტოვებენ, იმ შემთხვევისთვის, თუ „უკრაინამ უცებ ომი წააგო“. ვითომ. იმთავითვე რაღაც სხვა ვარიანტები იყო შესაძლებელი.
ილუზიებს ადგილი აღარ უნდა ჰქონდეს, დასავლეთის ურყევი (ავღანეთში სამარცხვინო კრახის შემდეგადაც კი) აზრი იმის თაობაზე, რომ მათ სამხედრო უპირატესობა გააჩნიათ, განაპირობებს მხოლოდ გარდაუვალ მარცხს რუსეთთან პროქსი-კონფლიქტში ან პირდაპირ ომში.
ახალი სამყაროს პირობებს განსაზღვრავს გამარჯვებული...
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე