რამდენი ფული გადმორიცხეს მიგრანტებმა საქართველოში - ახალი სტატისტიკა

CC BY 2.0 / Tax Credits / Cash Machineბანკომატი
ბანკომატი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2024
გამოწერა
2024 წლის დასაწყისიდან საქართველოში ფულადი გადმორიცხვების მოცულობით რუსეთი ლიდერობს.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2024 წლის იანვარ-აპრილში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 33,3%-ით შემცირდა და 1.084 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით აღნიშნულ პერიოდში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში - 2024 წლის იანვარი-აპრილი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

231,9

-72,3

იტალია

180,7

11,0

აშშ

170,3

31,8

საბერძნეთი

80,4

6,6

ისრაელი

79,3

14,6

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმოირიცხა 231,9 მილიონი დოლარი - ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 21,4%-ია.
აპრილში რუსეთიდან გადმორიცხვები შემცირდა
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2024 წლის აპრილში 24,8%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 278,5 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა - 2024 წლის აპრილი

ქვეყანა

მოცულობა, მლნ დოლარი

ზრდა, %

რუსეთი

49,1

-69,3

აშშ

46,3

35,4

იტალია

45,8

12,1

საბერძნეთი

21,9

7,4

გერმანიაი

20,7

15,0

აპრილში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 49,1 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 17,6%-ია.მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან 69,3%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რამდენი ფული გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აპრილში საქართველოდან საზღვარგარეთ 30,4 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის აპრილთან შედარებით 6,9%-ით მეტია.
2024 წლის პირვე ოთხ თვეში საქართველოდან უცხოეთში 114,5 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,6%-ით მეტიაია.
ყველა ახალი ამბავი
0