https://sputnik-georgia.com/20240528/premieri-saqartvelo-azerbaijanis-tanamshromloba-regionshi-stabilurobis-garantia-288135894.html
პრემიერი: საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობის გარანტია
პრემიერი: საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობის გარანტია
Sputnik საქართველო
აზერბაიჯანი 28 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 106-ე წლისთავს აღნიშნავს 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T16:13+0400
2024-05-28T16:13+0400
2024-05-28T16:13+0400
საქართველო
აზერბაიჯანი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_95e484a145542d42adcaff5beae95f28.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ნათქვამია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი მისალოც წერილში.აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა პირველად 1918 წლის 28 მაისს მოიპოვა, გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 23 თვე იარსება. დამოუკიდებლობა აღდგა 71 წლის შემდეგ, 1991 წლის 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა „კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება მეგობრობის ღრმა, მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარებისთვის.„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან ორმხრივი და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია", აღნიშნა კობახიძემ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანს აყვავება, მშვიდობა და მიღწევები უსურვა.ორმხრივი ურთიერთობებისაქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.
საქართველო
აზერბაიჯანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0d/287892338_382:200:1892:1333_1920x0_80_0_0_9d8211a3c0ca93e2293c9b505c0ef367.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
საქართველო, აზერბაიჯანი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, ახალი ამბები
პრემიერი: საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობა რეგიონში სტაბილურობის გარანტია
აზერბაიჯანი 28 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადების 106-ე წლისთავს აღნიშნავს
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას, ნათქვამია აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისადმი მისალოც წერილში.
აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა პირველად 1918 წლის 28 მაისს მოიპოვა, გამოაცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც მხოლოდ 23 თვე იარსება. დამოუკიდებლობა აღდგა 71 წლის შემდეგ, 1991 წლის 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტის მიღებით. აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციას თბილისში მოეწერა ხელი.
„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულმა პარტნიორობამ, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთმხარდაჭერისა და ურთიერთდახმარების პრინციპებზე, დადებითი გავლენა იქონია ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირების დინამიკის ზრდაზე", - ნათქვამია წერილში, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა „კიდევ უფრო განმტკიცდება, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში კეთილდღეობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას“.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება მეგობრობის ღრმა, მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის განვითარებისთვის.
„განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ აზერბაიჯანთან ორმხრივი და კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია", აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანს აყვავება, მშვიდობა და მიღწევები უსურვა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი შეფასებით, 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა.
ბაქო და თბილიდი არიან სტრატეგიული პარტნიორები და აქტიურად თანამშრომლობენ როგორც ორმხრივ ფორმატში, ასევე საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. კერძოდ, მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში. ესენია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და გაზის სამხრეთის დერეფანი.