https://sputnik-georgia.com/20240528/erovnuli-banki-intervencias-agrzelebs-288137744.html
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
Sputnik საქართველო
ლარის კურსმა დოლარის მიმართ რყევა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე დაიწყო. 28.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-28T17:49+0400
2024-05-28T17:49+0400
2024-05-28T17:49+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_1:0:1500:843_1920x0_80_0_0_96243591a4757c7f0a15d7a4fce39d6b.jpg
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკმა 28 მაისს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7829 GEL/$1 შეადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.სებ-მა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48,7 მლნ დოლარი გაიყიდა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე სავალუტო აუქციონია - ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია 16 მაისსაც განახორციელა, რის შედეგადაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,7580 GEL/$1 შეადგინა.როგორც მაშინ მარეგულირებელმა განმარტა, დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია და სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23406/97/234069725_376:0:1500:843_1920x0_80_0_0_b35b291d915ebc1b84dbc0e582897435.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ინტერვენციებს აგრძელებს
ლარის კურსმა დოლარის მიმართ რყევა ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე დაიწყო.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკმა 28 მაისს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგადაც ლარის საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა დოლარის მიმართ 2,7829 GEL/$1 შეადგინა, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
სებ-მა აუქციონზე გასაყიდად 60 მლნ დოლარი გამოიტანა, საიდანაც 48,7 მლნ დოლარი გაიყიდა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.
მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე სავალუტო აუქციონია - ეროვნულმა ბანკმა ბაზარზე 60 მილიონი დოლარის ინტერვენცია 16 მაისსაც განახორციელა, რის შედეგადაც საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2,7580 GEL/$1 შეადგინა.
როგორც მაშინ მარეგულირებელმა განმარტა, დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია და სავალუტო ბაზარზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი.
უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ ეროვნული ბანკი აგრძელებს ბაზარზე დაკვირვებას და ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს გამოიყენებს ფინანსური ბაზრის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.