https://sputnik-georgia.com/20240527/tristan-saralidze-gardaicvala-288112488.html
გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე
გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე
Sputnik საქართველო
გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T12:06+0400
2024-05-27T12:06+0400
2024-05-27T14:28+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1b/288113861_0:35:383:250_1920x0_80_0_0_2da714b0c726cc0ae2987321e2f83484.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის სარალიძე დიდი ხნის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.ტრისტან სარალიძე 1955 წლის 5 მაისს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი.მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ. გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.სარალძეს 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1b/288113861_0:0:383:288_1920x0_80_0_0_3503fb1c72335cc5cb855b043187db99.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
გარდაიცვალა მსახიობი ტრისტან სარალიძე
12:06 27.05.2024 (განახლებულია: 14:28 27.05.2024) გავრცელებული ინფორმაციით, სარალიძე წლების მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 69 წლის სარალიძე დიდი ხნის მანძილზე მძიმე სენს ებრძოდა.
ტრისტან სარალიძე 1955 წლის 5 მაისს ბორჯომის რაიონის სოფელ ახალდაბაში დაიბადა. 1978 წელს მუშაობდა რუსთავის თეატრში. 1980 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის მსახიობი.
მსახიობის ნათამაშები როლებია: ჯამბაზი („როლი დამწყები მსახიობი გოგონასთვის“), ჭეიშვილი („საბრალდებო დასკვნა“), პოლიციელი („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), მკვლელი („მაკბეტი“), გელა („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), ქავთარ („ლამარა“ ), შაქრო („კაცია ადამიანი“), ჯარისკაცი („მეთორმეტე ღამე“ ), მეათე მსაჯული („12 განრისხებული მამაკაცი“), ლადო („ვანილის მოტკბო, სევდიანი სურნელი“) და სხვ.
გადაღებული იყო რამდენიმე ფილმში, მათ შორის, „სიყვარული ყველას უნდა“, „ბეღურების გადაფრენა“.
სარალძეს 2010 წელს მიენიჭა ბორჯომის საპატიო მოქალაქის წოდება.