„სადახლოს” საბაჟო-გამშვები პუნქტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს

© photo: Sputnik / Stringer„სადახლო"
„სადახლო - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2024
გამოწერა
წინასწარი ინფორმაციით, სომხეთში სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საბაჟო-გამშვები პუნქტი ,,სადახლო“ ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
25-26 მაისს უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში ადიდებულმა მდინარე „დებედამ“ დააზიანა სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობა.
ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარე ,,დებედამ“ მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია დატბორა. სომხეთში უამინდობის გამო ქართულმა მხარემ გუშინ საბაჟო პუნქტის მუშაობის შეჩერების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
„საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები-პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები შეუფერხებლად, სრული დატვირთვით მიმდინარეობს”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წინასწარი ინფორმაციით, სომხეთში სტიქიურ უბედურებას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ყველა ახალი ამბავი
0