https://sputnik-georgia.com/20240527/rogori-iko-xvicha-kvaracxelias-meore-sezoni-seria-a-288112305.html
როგორი იყო კვარაცხელიას მეორე სეზონი სერია A-ში - გოლები და პასები
როგორი იყო კვარაცხელიას მეორე სეზონი სერია A-ში - გოლები და პასები
Sputnik საქართველო
იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება. 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T13:29+0400
2024-05-27T13:29+0400
2024-05-27T13:29+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_0:0:2382:1341_1920x0_80_0_0_2013d983f410fb32ca7a7e093cd60c01.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" 23 წლის ქართვემა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურის ფარგლებში „ლეჩეს" წინააღმდეგ გამართული მატჩით სერია A-ში რიგით მეორე სეზონი დაასრულა.ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და, 11 გოლთან ერთად, ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. წინა ტურში „ფიორენტინას" კარში გატანილი მისი გოლი თვის საუკეთესო გოლად აღიარეს, ამასთან კვარაცხელია ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.„ლეჩესთან" მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, შესაბამისად, „ნაპოლიმ" ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა. კლუბმა 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, ნეაპოლელები ევროპის თასზე ვერ ითამაშებენ.სერია A-ს გასულ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. გარდა ქართველი ლეგიონერისა, სავარაუდოდ, „ნაპოლი" ასევე დაემშვიდობება კლუბის საუკეთესო ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც.იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს. კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/04/0a/287251762_194:0:2311:1588_1920x0_80_0_0_8c1fbc3217a64323db9b63d093c34a63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
როგორი იყო კვარაცხელიას მეორე სეზონი სერია A-ში - გოლები და პასები
იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. იტალიური „ნაპოლის" 23 წლის ქართვემა თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის 38-ე ტურის ფარგლებში „ლეჩეს" წინააღმდეგ გამართული მატჩით სერია A-ში რიგით მეორე სეზონი დაასრულა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა და, 11 გოლთან ერთად, ანგარიშზე 6 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. წინა ტურში „ფიორენტინას" კარში გატანილი მისი გოლი თვის საუკეთესო გოლად აღიარეს, ამასთან კვარაცხელია ორჯერ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.
„ლეჩესთან" მატჩი ანგარიშით 0:0 დასრულდა, შესაბამისად, „ნაპოლიმ" ევროთასებზე გასვლის რეალური შანსი დაკარგა. კლუბმა 53 ქულა დააგროვა და სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი დაიკავა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, ნეაპოლელები ევროპის თასზე ვერ ითამაშებენ.
სერია A-ს გასულ სეზონში კვარაცხელიამ 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა მიითვალა, რამაც მას შესაძლებლობა მისცა გამხდარიყო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი.
იტალიურ პრესა აქტიურად საუბრობს ახალი სეზონიდან კვარაცხელიას ფრანგულ კლუბ „პსჟ"-ში გადასვლის თაობაზე. გარდა ქართველი ლეგიონერისა, სავარაუდოდ, „ნაპოლი" ასევე დაემშვიდობება კლუბის საუკეთესო ბომბარდირ ვიქტორ ოსიმენსაც.
იტალიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კვარაცხელია საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას შეუდგება.
კვარაცხელია ნეაპოლიტანურ კლუბში 2022 წლის ივნისში ბათუმის „დინამოდან" გადავიდა. ის 2022/2023 წლების სეზონის იტალიის ჩემპიონატის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ, ასევე ამავე სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.
კვარაცხელიას „ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი. ავტორიტეტული გერმანული ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt-ის მონაცემებით, კვარაცხელიას ღირებულება 80 მლნ ევროა.