https://sputnik-georgia.com/20240527/ratom-sheavso-erovnulma-bankma-rezervebi-oqroti-288119109.html
რატომ შეავსო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები ოქროთი: თურნავას განმარტება
რატომ შეავსო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები ოქროთი: თურნავას განმარტება
Sputnik საქართველო
სებ-მა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები აპრილში შეიძინა 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T18:41+0400
2024-05-27T18:41+0400
2024-05-27T18:41+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საზოგადოება
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251990495_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_0ae51337e842c53b7e00998d8a960677.jpg
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები ოქროთი შეავსო, რადგანაც იგი უსაფრთხო და მომგებიანი აქტივია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.მარეგულირებელმა 500 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.მისი თქმით, მარეგულირებელი მუდმივად ახდენს თავისი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან.თურნავას განმარტებით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული. მთლიანი ოქროს მარაგის 20%-ს ცენტრალური ბანკები ფლობენ.„ბოლო პერიოდში სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო ბევრი ცენტრალური ბანკი ყიდულობს ოქროს და ზრდის მის წილს რეზერვებში. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა ჯამში 1.037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენდა. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურასაერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემების თანახმად 4.814,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 885,8 მლნ დოლარიგარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 4.50,1 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,7 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 5.29,4 მლნ ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0a/251990495_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_910cf83831d15bdd20e81ac86cd497aa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საზოგადოება, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
რატომ შეავსო საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეზერვები ოქროთი: თურნავას განმარტება
სებ-მა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა უმაღლესი სინჯის ოქროს ზოდები აპრილში შეიძინა
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო რეზერვები ოქროთი შეავსო, რადგანაც იგი უსაფრთხო და მომგებიანი აქტივია, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიური ანგარიშის წარდგენისას.
მარეგულირებელმა 500 მლნ დოლარის ღირებულების 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა და ამჟამად ლონდონშივე ინახება. შეძენილი ოქროს მოცულობა დღევანდელი მდგომარეობით, ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების დაახლოებით 11%-ს უტოლდება.
„მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომელიც გლობალური ინფლაციისგან ჰეჯირების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. ამასთან, ოქრო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო, ლიკვიდური და მომგებიანი აქტივია“, - განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, მარეგულირებელი მუდმივად ახდენს თავისი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიცირებას. მან ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს დამატება სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დაკავშირებულია გლობალურად მომატებულ ინფლაციურ რისკებთან და გრძელვადიან პერიოდში საერთაშორისო რეზერვების მსყიდველობითუნარიანობის დაცვასთან.
„ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, რომ რეზერვები არა მხოლოდ გაიზარდოს, არამედ გადანაწილდეს სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტს შორის და შესაბამისად, დავიცვათ მათი მსყიდველუნარიანობა“, - აღნიშნა თურნავამ.
თურნავას განმარტებით, მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მთლიანი სავალუტო რეზერვების 1/8 სწორედ ოქროშია განთავსებული. მთლიანი ოქროს მარაგის 20%-ს ცენტრალური ბანკები ფლობენ.
„ბოლო პერიოდში სწორედ ზემოთ ნახსენები ფაქტორების გამო ბევრი ცენტრალური ბანკი ყიდულობს ოქროს და ზრდის მის წილს რეზერვებში. 2023 წლის განმავლობაში ცენტრალურმა ბანკებმა ჯამში 1.037 ტონა ოქრო შეიძინეს, რაც მასზე მთლიანი მოთხოვნის 28%-ს შეადგენდა. მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი ოქრო პოლონეთისა და ჩეხეთის ცენტრალურმა ბანკებმა დააგროვეს“, - განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.
საერთაშორისო რეზერვების სტრუქტურა
საერთაშორისო რეზერვები 2024 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, წინასწარი მონაცემების თანახმად 4.814,3 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი საერთაშორისო რეზერვები ეროვნული ბანკის რეზერვების ძირითად ნაწილს წარმოადგენს და 3,8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ნათქვამია მარეგულირებლის ვებგვერდზე.
მის სტრუქტურაში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია ფასიან ქაღალდებში – 3 მლრდ დოლარი, და ვალუტა, რომელიც ინახება უცხოური ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 885,8 მლნ დოლარი
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის რეზერვებში შედის სახსრები, რომლებიც განთავსებულია SDR-ში (ნასესხობის სპეციალური უფლება) – 4.50,1 მლნ დოლარი, ხოლო სსფ-ში სარეზერვო პოზიცია 28,7 ათას დოლარს შეადგენს. ოქროში სახსრებმა 5.29,4 მლნ ლარი შეადგინა.