https://sputnik-georgia.com/20240527/parlamentshi-sam-ministrs-elodebian-288120867.html
მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამ მინისტრს მოუსმენენ
მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამ მინისტრს მოუსმენენ
Sputnik საქართველო
პარლამენტი გეგმავს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T21:48+0400
2024-05-27T21:48+0400
2024-05-27T21:48+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_633:355:2972:1671_1920x0_80_0_0_649240aba6c290e28261ef783e88eaac.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამი უწყების პირველ პირს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან.ორშაბათს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა.ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარდგება ლევან დავითაშვილი, „მინისტრის საათის" ფორმატში კი კანონმდებლები ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი: იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია>>>პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.ასევე იგეგმება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.პარლამენტი ასევე განიხილავს დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/07/259383624_1106:366:2846:1671_1920x0_80_0_0_745912838fbddf332ad8f0a7b949a3e6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პარლამენტი, კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამ მინისტრს მოუსმენენ
პარლამენტი გეგმავს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. მიმდინარე კვირაში პარლამენტში სამი უწყების პირველ პირს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას და ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ელოდებიან.
ორშაბათს გამართული პარლამენტის ბიუროს სხდომაზე 28-31 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მიაწოდა.
ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე წარდგება ლევან დავითაშვილი, „მინისტრის საათის" ფორმატში კი კანონმდებლები ოთარ შამუგიას და მიხეილ სარჯველაძეს მოუსმენენ.
პლენარული სხდომების დღის წესრიგშია დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით მოქმედი კანონის №2 დანართში მითითებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა ოდენობები ზუსტდება, ხოლო ერთ ნივთიერებაზე განისაზღვრება ახალი ოდენობები.
ასევე იგეგმება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა.
პარლამენტი ასევე განიხილავს დადგენილების პროექტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის - მეურვეობის კანდიდატების შესარჩევი საპარლამენტო საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“.