https://sputnik-georgia.com/20240527/axal-genprokurortan-dakavshirebit-konsultaciebi-28-maiss-daiwyeba-288122160.html
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს? კონსულტაციები 28 მაისს დაიწყება
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს? კონსულტაციები 28 მაისს დაიწყება
Sputnik საქართველო
გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული... 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T21:00+0400
2024-05-27T21:00+0400
2024-05-27T21:00+0400
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_b7747acc8f4af1f62e8b5971ff9edded.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საბჭო ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 2024 წლის 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს, ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 23 მაისს განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. იგი დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს გადის. ირაკლი შოთაძეს, რომელიც 41 წლისაა, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა 2015-2018 წლებში ეკავა. 2020 წლის თებერვალში კი შოთაძე ხელახლა აირჩიეს გენერალურ პროკურორად და პოსტი მიმდინარე წლის 23 აპრილამდე ეკავა.კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.გენპროკურორს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და ამავდროულად უნდა იყოს სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე - პოლიტიკოსების ვერსიები>>>კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/71/234097194_114:0:1447:1000_1920x0_80_0_0_48cd7d7ffe596d377fa38d90a91ceff8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს პროკურატურა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
როდის აირჩევენ საქართველოს ახალ გენერალურ პროკურორს? კონსულტაციები 28 მაისს დაიწყება
გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. საქართველოს პროკურატურის საპროკურორო საბჭო ახალი გენერალური პროკურორის კანდიდატურის შესარჩევად აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან 2024 წლის 28 მაისიდან ერთთვიან კონსულტაციებს იწყებს, ნათქვამია საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 23 მაისს განაცხადა და აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება დაასახელა. იგი დაახლოებით ერთი თვეა საზღვარგარეთ მკურნალობის კურსს გადის.
ირაკლი შოთაძეს, რომელიც 41 წლისაა, საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობა 2015-2018 წლებში ეკავა. 2020 წლის თებერვალში კი შოთაძე ხელახლა აირჩიეს გენერალურ პროკურორად და პოსტი მიმდინარე წლის 23 აპრილამდე ეკავა.
„ამგვარად, ხსენებული პროცესი არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ საპროკურორო საბჭომ ღირსეული და საზოგადოების მაღალი ნდობის მქონე კანდიდატებს შორის საბოლოო არჩევანი გააკეთოს" , - აღნიშნა საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე შოთა ტყეშელაშვილმა სხდომაზე.
კანონის თანახმად, გენერალურ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელიც ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით სარგებლობს.
გენპროკურორს უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ ან პროკურორად ან სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება და ამავდროულად უნდა იყოს სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი აკადემიური წრეებიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან.
კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა 1/3 მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. ხმის მიცემა კანდიდატებთან მიმართებით ცალ-ცაკლე მოხდება. კენჭისყრა ფარული იქნება.
არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-სა. თუ ორი ან მეტი კანდიდატი ხმების თანაბარ რაოდენობას მიიღებს, გადამწყვეტი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის ხმა იქნება.
თუ ვერც ერთი კანდიდატი ვერ მიიღებს ხმების საჭირო რაოდენობას, არჩევნების მეორე ტურში კენჭი ეყრება საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ ამჯერადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, საპროკურორო საბჭო 1 კვირის ვადაში, ხელახალ კონსულტაციებს დაიწყებს.
შერჩევის შემდეგ საპროკურორო საბჭო კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. თუ წარდგენილი კანდიდატი ვერ მიიღებს საქართველოს პარლამენტის წევრების ხმათა საჭირო რაოდენობას, საპროკურორო საბჭო კანონით დადგენილი წესით შეარჩევს სხვა კანდიდატურებს.