https://sputnik-georgia.com/20240527/ashsh-kritikas-qartul-ocnebashi-upasuxes-288123455.html
მითითებებს მხოლოდ ქართველი ხალხი გვაძლევს - ბაიდენის კრიტიკას „ქართულ ოცნებაში" უპასუხეს
მითითებებს მხოლოდ ქართველი ხალხი გვაძლევს - ბაიდენის კრიტიკას „ქართულ ოცნებაში" უპასუხეს
Sputnik საქართველო
დასავლეთის კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ სახსრები, რომლებიც საქართველოში იხარჯება, იყოს დაფარული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ 27.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-27T23:00+0400
2024-05-27T23:00+0400
2024-05-27T23:00+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
აშშ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_0:118:2048:1271_1920x0_80_0_0_cadad391decfffa644a1a4f785c2cdc8.jpg
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართველი ხალხი და არა სხვა ქვეყნების ხალხები ან ხელისუფლებები აძლევს საქართველოს პარლამენტს მითითებებს და მანდატს ამა თუ იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კრიტიკის საპასუხოდ.საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებით ადევნებს თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მისი განმარტებით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა მიესალმება ზურაბიშვილის ვეტოს და ყოველთვის იქნება ქართველო ხალხის მხარეს.მისი თქმით, ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს გამჭვირვალობას, 60% კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას.„ამიტომაც, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით - ეს არის დემოკრატია. ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს ან, ზოგადად, ინტერესებს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებშია", - განაცხადა პაპუაშვილმა.სპიკერის თქმით, შესაძლოა, ეს ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც არის საუბარი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებებზე და ფულზე.ზუსტად ეს აჩვენებს, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება, დასძინა სპიკერმა.„ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც კონსტიტუციისა და კანონის გვერდის ავლაა. დანამდვილებით ვიცით, რომ საერთო თანხების ნაწილი, რომელიც ფარულია, იხარჯება რადიკალური ჯგუფების, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციისა და ასეთი პროექტებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა და შესაბამისად, ვეტოსაც დაძლევენ.კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ კი იგი „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.ვნებათაღელვა კანონპტროექტის ირგვლივ14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/0f/287928849_401:131:2048:1366_1920x0_80_0_0_b84d6e054b718e5eaa431c1e4849ad33.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, აშშ
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, აშშ
მითითებებს მხოლოდ ქართველი ხალხი გვაძლევს - ბაიდენის კრიტიკას „ქართულ ოცნებაში" უპასუხეს
დასავლეთის კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ სახსრები, რომლებიც საქართველოში იხარჯება, იყოს დაფარული, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ქართველი ხალხი და არა სხვა ქვეყნების ხალხები ან ხელისუფლებები აძლევს საქართველოს პარლამენტს მითითებებს და მანდატს ამა თუ იმ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის კრიტიკის საპასუხოდ.
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილ წერილში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეშფოთებით ადევნებს თვალს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მისი განმარტებით, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობა მიესალმება ზურაბიშვილის ვეტოს და ყოველთვის იქნება ქართველო ხალხის მხარეს.
„საქართველოს პარლამენტი მოქმედებს ქართველი ხალხის მანდატით და არა სხვა ქვეყნების ხალხების თუ ხელისუფლებების მანდატით, მითითებით. ქართველი ხალხი არის ერთადერთი, ვინც გვაძლევს მითითებას და მანდატს კანონის მიღებასთან დაკავშირებით", - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს გამჭვირვალობას, 60% კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებას.
„ამიტომაც, ჩვენ ვმოქმედებთ ქართველი ხალხის დაკვეთით - ეს არის დემოკრატია. ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც შეიძლება არ ემთხვეოდეს სხვა ხალხების ეროვნულ ინტერესებს ან, ზოგადად, ინტერესებს. უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა ჩვენი სახელმწიფოს, ხალხის ინტერესებშია", - განაცხადა პაპუაშვილმა.
სპიკერის თქმით, შესაძლოა, ეს ეწინააღმდეგებოდეს მათ ინტერესებს, რომელთა დაფინანსებაზეც არის საუბარი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებებზე და ფულზე.
„ყველაზე ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ აშშ-ის თუ ევროკავშირის სხვადასხვა ოფიციალური პირის ვერც ერთ განცხადებაში დღემდე ვერ ამოვიკითხე პირობა ქართველი ხალხის მიმართ, რომ ამერიკიდან, ევროკავშირიდან შემოსული ფული იქნება გამჭვირვალე და მზად არიან, აჩვენონ ანგარიშვალდებულება", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ზუსტად ეს აჩვენებს, რომ კრიტიკის დიდი ნაწილი მოტივირებულია იმით, რომ კვლავ დაფარული დარჩეს თანხები, რომლებიც საქართველოში იხარჯება, დასძინა სპიკერმა.
„ჩვენ დადასტურებულად ვიცით, რომ ამ თანხების ნაწილი იხარჯება პოლიტიკურ პარტიებზე, რაც კონსტიტუციისა და კანონის გვერდის ავლაა. დანამდვილებით ვიცით, რომ საერთო თანხების ნაწილი, რომელიც ფარულია, იხარჯება რადიკალური ჯგუფების, „მოლოტოვის კოქტეილების“ პოპულარიზაციისა და ასეთი პროექტებისთვის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
27 მაისს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა და შესაბამისად, ვეტოსაც დაძლევენ.
სკანდალურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე გავა. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მიღებული იქნება კანონპროექტის პირვანდელი ვერსია.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე, შემდეგ კი იგი „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ვნებათაღელვა კანონპტროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.