https://sputnik-georgia.com/20240526/vin-shecvlis-kankavas-saqartvelos-nakrebshi-288107247.html
ევრო 2024: ვინ შეცვლის კანკავას საქართველოს ნაკრებში
ევრო 2024: ვინ შეცვლის კანკავას საქართველოს ნაკრებში
Sputnik საქართველო
კანკავა იმ 26 ფეხბურთელს შორის იყო, რომლებიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2024-ის ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა. 26.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-26T20:50+0400
2024-05-26T20:50+0400
2024-05-26T20:50+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260347540_0:29:1440:839_1920x0_80_0_0_d2eab37e5fd06e6d0ae313efc07ed849.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ცვლილებები შერიტანა იმ ფეხბურთელების შემადგენლობაში, რომელბიც ევრო 2024-ზე გაემგზავრებიან - ჯაბა კანკავას ადგილს შვეიცარიული „ბაზელის” 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა დაიკავებს.კანკავა იმ 26 ფეხბურთელს შორის იყო, რომლებიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2024-ზე ნაკრების შემაგდენლობაში შეიყვანა. გერმანიაში როგორც რიგითი გულშემატკივრის და არა ფეხბურთელის რანგში გამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები 38 წლის კანკავას, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი იყო, არ განუმარტავს.ჯაბა კანკავას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთთან მატჩში შედგა. ნაკრებში თავისი თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კანკავამ 101 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა ნაკრებში ბოლო მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში მარტში ჩაატარა.ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად იბრძოლებს კონტინენტის პირველობისთვის, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;მცველები: გურამ კაშია (გუნდის კაპიტანი), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჭოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე;ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე;თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/08/260347540_154:33:1351:931_1920x0_80_0_0_410007f2053f6ac2c8bf0b1e454b0a55.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ევრო 2024: ვინ შეცვლის კანკავას საქართველოს ნაკრებში
კანკავა იმ 26 ფეხბურთელს შორის იყო, რომლებიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2024-ის ნაკრების შემადგენლობაში შეიყვანა.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ცვლილებები შერიტანა იმ ფეხბურთელების შემადგენლობაში, რომელბიც ევრო 2024-ზე გაემგზავრებიან - ჯაბა კანკავას ადგილს შვეიცარიული „ბაზელის” 18 წლის ნახევარმცველი გაბრიელ სიგუა დაიკავებს.
კანკავა იმ 26 ფეხბურთელს შორის იყო, რომლებიც საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა ევრო 2024-ზე ნაკრების შემაგდენლობაში შეიყვანა. გერმანიაში როგორც რიგითი გულშემატკივრის და არა ფეხბურთელის რანგში გამგზავრების გადაწყვეტილების შესახებ განცხადება ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები 38 წლის კანკავას, რომელიც ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი იყო, არ განუმარტავს.
„მინდოდა, რომ ჯაბა კვლავ ჩვენთან ყოფილიყო ევროპის ჩემპიონატზე და კიდევ ერთხელ ეჩვენებინა ჩვენთვის რამდენად მნიშვნელოვანია იგი გუნდისთვის. პირადად ჩემთვის მისი გადაწყვეტილება ძალზე სამწუხაროა, მაგრამ ამავდროულად მას პატივს ვცემ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ კანკავა იმავე პოზიციაზე მოთამაშით ჩანაცვლდეს და გუნდი დაბალანსებული იყოს. ჯაბა კანკავას ნაცვლად გუნდს შეუერთდება შვეიცარიული „ბაზელის" მოთამაშე გაბრიელ სიგუა“, - განაცხადა სანიოლმა.
ჯაბა კანკავას დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2004 წლის 8 სექტემბერს ალბანეთთან მატჩში შედგა. ნაკრებში თავისი თითქმის 20-წლიანი კარიერის განმავლობაში კანკავამ 101 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა. ფეხბურთელმა ნაკრებში ბოლო მატჩი ლუქსემბურგის წინააღმდეგ ევრო 2024-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში მარტში ჩაატარა.
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები, რომელიც პირველად იბრძოლებს კონტინენტის პირველობისთვის, 18 ივნისს დორტმუნდში თურქეთს შეხვდება, 22 ივნისს ჰამბურგში ჩეხეთს, ხოლო გელზენკირხენში პორტუგალიას - 26 ივნისს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი;
მცველები: გურამ კაშია (გუნდის კაპიტანი), ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, საბა კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჭოშვილი, გიორგი გველესიანი, ჯიმი ტაბიძე;
ნახევარმცველები: გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი წიტაიშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, საბა ლობჟანიძე;
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ქვილითაია.
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები 9 ივნისს მონტენეგროს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ევროპის საკვალიფიკაციო ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრებთან პენალტების სერიაში გამარჯვების წყალობით (4:2) საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე.