https://sputnik-georgia.com/20240526/uamindobam-kaxeti-da-qvemo-qartli-daazarala-288106654.html
სტიქია საქართველოში - უამინდობამ კახეთი და ქვემო ქართლი დააზარალა
სტიქია საქართველოში - უამინდობამ კახეთი და ქვემო ქართლი დააზარალა
Sputnik საქართველო
ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა 26.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-26T16:35+0400
2024-05-26T16:35+0400
2024-05-26T16:35+0400
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789346_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_a6eede28b40c2c0164ca3639f1ce8e88.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა, იუწყება ადგილობრივი მედია.გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები. წყალმა ასევე დატბორა ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია.ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება დატბორილ გზებს და ნაკვეთებ, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.ქვემო ქართლში კი სტიქიამ გარესამყაროს 15-ზე მეტი სოფელი მოწყვიტა. ჩანგრეულია ხიდები. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მიუხედავად ამისა, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან.ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე შედეგებია მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში.„ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ”, - განაცხადა დოხტურიშვილმა.ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/08/1e/281789346_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_aa9e399ec6de03b0e5cc3982606fce97.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
საქართველო, შემთხვევები საქართველოში, საქართველოს რეგიონები, ახალი ამბები
სტიქია საქართველოში - უამინდობამ კახეთი და ქვემო ქართლი დააზარალა
ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. კახეთში მოსულმა ძლიერმა წვიმამ ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებს პრობლემები შეუქმნა, იუწყება ადგილობრივი მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმების შედეგად კახეთში თითქმის ყველა მდინარე ადიდდა.
ადგილობრივების თქმით, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გაარღვია დამცავი ჯებირები და დატბორა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი და სამეურნეო სავარგულები. წყალმა ასევე დატბორა ერთ-ერთი ფერმა და მიმდებარე ტერიტორია.
ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ ადიდებული მდინარე მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის რაც შეეხება დატბორილ გზებს და ნაკვეთებ, შესაბამისი ტექნიკა მობილიზებულია და დაიწყება სამუშაოები.
ქვემო ქართლში კი სტიქიამ გარესამყაროს 15-ზე მეტი სოფელი მოწყვიტა. ჩანგრეულია ხიდები. სტიქიის ზონაში სამაშველო სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს, მიუხედავად ამისა, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მძიმე შედეგებია მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში.
„ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის. მყისიერად მოხდა ყველა პრობლემურ ლოკაციაზე რეაგირება როგორც ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ისე სამაშველო სამსახურის თანამშრომლების მიერ”, - განაცხადა დოხტურიშვილმა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ვითარებას ადგილზე შეისწავლის და რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ზარალის ზუსტი ოდენობა.