https://sputnik-georgia.com/20240526/tbilisshi-wvimam-problemebi-sheqmna-meriis-ganmarteba-288108400.html
თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, გლდანში მიწის მასის ჩამოიშალა - მერიის გამარტება
თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, გლდანში მიწის მასის ჩამოიშალა - მერიის გამარტება
Sputnik საქართველო
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადეს მერიაში 26.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-26T23:00+0400
2024-05-26T23:00+0400
2024-05-26T23:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/09/233290999_0:385:1000:948_1920x0_80_0_0_c207f54e85c79eb2dbab6fabbb71f836.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო აუცილებელი გახდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის ევაკუაცია, რომელიც დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. გარდა ამისა, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი.დედაქალაქის მერია ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია. „გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ისე საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.როგორც პერიაში განმარტეს, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23329/09/233290999_0:292:1000:1042_1920x0_80_0_0_f1e0e8f3f9c2a1433564776ec0dc644c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
თბილისში წვიმამ პრობლემები შექმნა, გლდანში მიწის მასის ჩამოიშალა - მერიის გამარტება
მდინარე ვერეს ხეობაში არსებული ამჟამინდელი მდგომარეობა საფრთხეს არ წარმოადგენს, განაცხადეს მერიაში
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები გამოიწვია, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გლდანის რაიონში, გიორგი წმინდას დასახლებაში მიწის მასის ჩამოშლის გამო აუცილებელი გახდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლიდან ოჯახის ევაკუაცია, რომელიც დროებით სასტუმროში გადაიყვანეს. გარდა ამისა, რამდენიმე მისამართზე ჩამოინგრა დამცავი კედელი.
„სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყებები, გამგეობების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არიან ჩართულები. ყველა პრობლემურ ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები", - ნათქვამია განცხადებაში.
დედაქალაქის მერია ასევე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვერეს ხეობაში წყლის დონე კრიტიკულ ზღვარზეა, რაც არის დეზინფორმაცია.
„გაცნობებთ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ სხვადასხვა სადგურების მიხედვით, წყლის დონის გასაზომად. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, როგორც ვერეს ხეობაში, ისე საქართველოს მასშტაბით არსებულ სხვა მდინარეებში წყლის დონემ კლება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც პერიაში განმარტეს, ვერეს ხეობაში მოწყობილია ნატანდამჭერი ცხაურები, სისტემატურად ხდება მათი შემოწმება და გაწმენდა.
გარდა ამისა, 2015 წლის სტიქიის შემდეგ მოხდა მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირება, განხორციელდა ნაპირსამაგრი სამუშაოები და მდინარე ვერეს გამტარუნარიანობისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი სამუშაოები.