https://sputnik-georgia.com/20240526/sadaxlom-droebit-mushaoba-sheachera-288108552.html
შემოსავლების სამსახური: „სადახლოს" საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა
შემოსავლების სამსახური: „სადახლოს" საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა
Sputnik საქართველო
ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას. 26.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-26T21:17+0400
2024-05-26T21:17+0400
2024-05-26T21:59+0400
საქართველო
სომხეთი
შემთხვევები საქართველოში
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24804/10/248041081_0:0:1513:851_1920x0_80_0_0_39d3ed4997f13ae1a93e75eab64e1f78.jpg
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვები პუნქტზე „სადახლო“დროებით შეჩერებულია მუშაობა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში ადიდებულმა მდინარე „დებედამ“ დააზიანა სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობა.გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე „ნინოწმინდისა“ და „გუგუთის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე.ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო-გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და „სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24804/10/248041081_189:0:1324:851_1920x0_80_0_0_0b9089fe940b2531f89e7dba86026398.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, შემთხვევები საქართველოში, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
შემოსავლების სამსახური: „სადახლოს" საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა დროებით მუშაობა შეაჩერა
21:17 26.05.2024 (განახლებულია: 21:59 26.05.2024) ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. სომხეთის მხარეს არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბაჟო-გამშვები პუნქტზე „სადახლო“დროებით შეჩერებულია მუშაობა, ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის შედეგად, საქართველოს საზღვართან 3 კილომეტრში ადიდებულმა მდინარე „დებედამ“ დააზიანა სომხეთის რესპუბლიკის მხარეს მდებარე სომხეთისა და საქართველოს დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი, რის გამოც, სრულად შეჩერებულია საბაჟო-გამშვები პუნქტი „ბაგრატაშენის“ მუშაობა.
„შესაბამისად, „სადახლო საავტომობილოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები დროებით შეწყვეტილია. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო პუნქტების გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ, საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ქვეყნის საბაჟო ადმინისტრაცია მჭიდრო კომუნიკაციაში არიან ერთმანეთთან და სრულად აკონტროლებენ არსებულ ვითარებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ტვირთბრუნვის განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილები გადამისამართებული არიან საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე „ნინოწმინდისა“ და „გუგუთის“ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე.
ამასთან, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ დატბორა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო სარკინიგზოს" მიმდებარე ტერიტორია.
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საბაჟო დეპარტამენტი კოორდინირებულად მუშაობს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან. ამინდის გაუმჯობესებისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაჟო-გამშვები პუნქტები - „სადახლო საავტომობილო“ და „სადახლო სარკინიგზო“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებენ მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება.