https://sputnik-georgia.com/20240526/qartvelma-rekrutebma-samxedro-pici-dades-288096793.html
ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს
ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს
Sputnik საქართველო
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები. 26.05.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-05-26T11:37+0400
2024-05-26T11:37+0400
2024-05-26T12:48+0400
საქართველო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1a/288099399_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_50aac7d34ffbb522a9be1e770f1355cc.jpg
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 448 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 106 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე.ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
https://sputnik-georgia.com/20240526/26-maisi-saqartvelos-damoukideblobis-dges-288094278.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1a/288099399_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_01d58a97d4102fe87c2d92a633a70e95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე , საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველმა რეკრუტებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცი დადეს
11:37 26.05.2024 (განახლებულია: 12:48 26.05.2024) საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 448 რეკრუტმა სამხედრო ფიცი დადო.
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 106 წლის აღსანიშნავად საქართველოს მასშტაბით ფიცის დადების საზეიმო ცერემონია გაიმართა თბილისში - თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე.
ცერემონია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაღუპულთა ხსოვნის წუთიერი დუმილით დაიწყო.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თავდაცვის ძალების სარდლობა და სხვა ოფიციალური პირები.
დამოუკიდებლობის დღე ქვეყნის მთავარი დღესასწაულია. 1918 წლის 26 მაისს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება. საზეიმო ღონისძიებები ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.